თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: არარაჲ აქუს მეტობაჲ ჰურიასა შჯულისაგან, რამეთუ არა დაიცვა იგი; არცა წინადაუცუეთელსა მას, რამეთუ ცოდა. არავის აქუს უკუე მეტობაჲ რაჲმე უფროჲს მეორისა, რამეთუ ზემო ყოველთავე ვაბრალეთ. ესე იგი არს, ვითარმედ: ყოველთავე ვამხილეთ და გამოვაჩინეთ, ვითარმედ ცოდვასა ქუეშე არიან. ხოლო რაჲთა არა ურწმუნოდ შეჰრაცხონ, ამისთჳს დავით და ესაია შორის შემოიყვანნა მოწამედ.
ჰრომაელთა მიმართ 3:11
მოციქულისაჲ: აწ უკუე, რაჲ? [წინა-მე-ვჰმატთა? — არა სამე, რამეთუ წინაჲსწარვე ვაბრალეთ ჰურიათა] და წარმართთა ყოველთაჲ ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ, არცაღა ერთ, არავინ არს გულისჴმის-მყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაჲ; არავინ არს მიერთადმდე. სამარე ზე-ღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს. გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა, რომელთა პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს. მალე არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა. შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ არს გზათა მათთა, და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს. არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა (3,9-18).
თარგმანი: ვინაჲთგან ორკერძოვე აბრალა ჰურიათა და წარმართთა, აწ შეუდგენს, ვითარმედ არარაჲთ ვჰმატთ ჩუენ მათ, რომელნი-იგი ბრალეულ ვყვენით. არცა რას სხუასა ვიტყჳთ უმეტეს მათსა ქონებასა, თჳნიერ სარწმუნოებისა, რომელი-იგი მადლით განმამართლებს ჩუენ, და არა საქმეთაგან. ხოლო ვინაჲთგან ენება დ<span...
...კიდევ სხვა ამბობს: „მსაჯულნი მისნი, ვითარცა მგელნი არაბიაჲსნი“ (). კიდევ სხვა ამბობს: „არავინ არს გულისჴმისმყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უჴმარ იქმნნეს“ (; ).
5. ჯვრის გამო გაფანტვა და ტყვეობა
მაშ, ამის სასწავლებლად გამოხვედით — ურცხვობის, უგუნურების, სიძვის, მრუშობების, მკვლელობებისა და ბოროტების ყოველი გზის? ნუთუ არ შეწყვეტთ, რომ გვაიძულებთ თქვენი ბოროტებები საჯაროდ გამოვიტანოთ? თქვენ, „აღღებულთა მუცლითგან“ და სიბერემდე დამოძღვრილნო (), თქვენ, ბრმებო, რომლებიც ერთმანეთს ორმოში აგდებთ. რადგან ამბობს: „ხოლო ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან“ (). თქვენ, ვინც ყოველდღე წინასწარმეტყველებით სარგებლობდით და არასოდეს ხდებოდ...