...და: „ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ, ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ? ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულებისა ღმრთისასა" (). ხედავ, როგორ ამ საკვირველმა მსოფლიოს მოძღვარმა ნათლად გვაჩვენა, რომ ისინი, ვინც ღვთის სულგრძელობას, სინანულისთვის ბოძებულს, ჯეროვნად არ იყენებენ, უფრო დიდ მსჯავრსა და სასჯელს იმსახურებენ? სწორედ ამიტომ ახლა კაცთმოყვარე ღმერთი, თითქოს იმართლებს თავს და აჩვენებს მიზეზს, რის გამოც ვადის გასვლამდე მოავლინა წარღვნა, მართლის წლების რიცხვს მიგვანიშნებს და ამბობს: „ნოე იყო ექუსასთა წელთა". მართლაც, ისინი, ვინც ასი წლის განმავლობაში არ ისურვეს შეცვლა, რა სარგებელს მიიღებდნენ ოცი წლისგან, გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტ ცოდვას დაამატებდნენ? თავის მხრივ ღმერთმა, რომელსაც სურდა გამოუთქმელი კაცთმოყვარეობისა და სახიერების უზომო სიდიდე ეჩვენებინა, კიდევ შვიდი დღით ადრე აუწყა მათ წარღვნის მოახლოების შესახებ, რათა ისინი, თუნდაც ამ მოკლე ვადის სიმცირით შეშინებულნი, რაიმე ცვლილება გამოეჩინათ.
ჰრომაელთა მიმართ 2:4
3. ამას სამე ჰგონება, ჵ კაცო, რომელი შჯი ესევითარისა მოქმედთა მათ და იქმ მასვე ვითარ-მე შენ განერე საშჯელსა ღმრთისასა?4. ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ, ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ?5. ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულებისა ღმრთისასა,
ჰრომაელთა მიმართ თავი 2