თარგმანი: მრავალნი ჰგონებენ, ვითარმედ: დაღაცათუ მე ვცოდავ, არამედ ვინაჲთგან სხუათა ვაყენებ ცოდვისაგან, ამის მიერ მაქუს სასყიდელი. არამედ ისმინენ ესევითარმან მან უფლისაგან უკუე ესრეთ, ვითარმედ: "მკურნალო, განიკურნე თავი შენი" (), და მოციქულისაგან ესრეთ, ვითარმედ: "ვინაჲთგან თჳთ თავისა შენისა საშჯელსა ვერ განერი, ღმრთისასამცა ვითარ განერი?" რამეთუ ამით, რომლითა სხუაჲ დასაჯე, უპირატეს მისსა თავი შენი დაჰსაჯე. და უკუეთუ შენთა სიტყუათა საშჯელისა თუალუხუავობასა ვერ განერი, ვითარ გაწერე ღმრთისა მართლმსაჯულობისაგან, რომელი-იგი უზეშთაეს არს ყოველთა სიმართლეთა და უცოდველობათა? ანუ სულგრძელებასა და თავს-დებასა მისსა შეურაცხ-ჰყოფა? მეცა ვიტყჳ, ვითარმედ სულგრძელ არს, არამედ "არა თუ მოვიქცეთ, მახჳლი მისი ლესულ არს" ().
ჰრომაელთა მიმართ 2:3
თარგმანი: მრავალნი იტყჳან, ვითარმედ დაღაცათუ მე ვცოდვიდე, ხოლო სხუასა ვაყენებდე ცოდვისაგან, და ცოდვისათჳს ვსტანჯვიდე, სასყიდელი მაქუს. არამედ ეტყჳს მას მოციქული, ვითარმედ: უკუეთუ შენ ცოდვასა იქმოდი, ნუ ჰგონებ, თუმცა სხუათა ცოდვილთა დაშჯითა შეგენდვნეს-მცა ცოდვანი, —ნუ იყოფინ! — არამედ უფროჲსად დაისაჯო-ცა, რამეთუ იცოდენ ტანჯვისა ღირსნი საქმენი და არა ივლტოდე მათგან.
...სევითარისა მოქმედნი ღირს არიან სიკუდილისა; არცა ხოლო ამას იქმან, არამედ თანაცა სათნო-ეყოფვიან მოქმედთა მათ.“** () „ამას სამე ჰგონება, ჵ კაცო, რომელი შჯი ესევითარისა მოქმედთა მათ და იქმ მასვე ვითარ-მე შენ განერე საშჯელსა ღმრთისასა?“ () „ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა და თავს-დებასა და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ, ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ სინანულად მოგიყვანებს შენ?“ () „ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და მართლმსაჯულებისა ღმრთისასა, რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ: მოთმინეთა მათ საქმისა კეთილისათა - დიდებაჲ და პატივი და უხრწნელებაჲ, რომელნი ეძიებენ ცხორებასა საუკუნესა; ხოლო ჴდომისაგანთა მათ და ურჩთა ჭეშმარიტებისათა და მორჩილთა სიცრუისათა – რისხვაჲ და გულის წყრომაჲ. ჭირი და იწროებაჲ ყოველსა ზედა სულსა კაცისასა, მოქმედსა ბოროტისასა, ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა!“ (...