...მაყობს მათ გამო, ყველაფერს კარგავს და ცარიელი რჩება? მაშ, ვეცადოთ, გთხოვთ, თავი ავარიდოთ საღუპველ ვნებებს და მხოლოდ იმ მიუძინებელ თვალს მივაპყროთ მზერა; ადამიანებისგან არაფერი მოვითხოვოთ, მათი ქება არ ვეძიოთ, არამედ უფლის ქებით დავკმაყოფილდეთ. ნათქვამია: „რომლისა-იგი ქებაჲ არა კაცთაგან არს, არამედ ღმრთისაგან" (). და რაც უფრო მეტად წარვმატდებით სათნოებაში, მით უფრო მეტად ვეცადოთ, დავიმდაბლოთ და თავმდაბალნი ვიყოთ. თუნდაც სათნოებათა უმაღლეს მწვერვალზე ავიდეთ, მაგრამ თუ კეთილსინდისიერად შევადარებთ ჩვენს კეთილ საქმეებს ღვთის ქველმოქმედებას, ნათლად დავინახავთ, რომ ჩვენი სათნოებანი იმის მცირეწილადაც ვერ გაუტოლდება, რაც ღმერთმა თქვენთვის გააკეთა. აი, სწორედ ამით გამოირჩეოდა თითოეული წმინდანი. და, რათა ამაში დარწმუნდე, ისმინე ქვეყნიერების მოძღვარი, ეს ზეცათმავალი სული, როგორ ის, ასეთი სათნოებების აღსრულების შემდეგ, ზეციდან ასეთი მოწმობის შემდეგ — „ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი" (), ნათქვამია, — თავის ცოდვებს არ ივიწყებს, არამედ მუდმივად გონებაში ატარებს მათ, როგორ არ აძლევს საკუთარ თავს უფლებას, დაივიწყოს ისიც კი, რაში, მისი სრული რწმენით, უკვე ნათლისღებისას მიეტევა, არამედ ღაღადებს და ამბობს: **„რამე...
ჰრომაელთა მიმართ 2:29
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ნც ადამიანთაგან დიდებას ეძებს; იმათ, ვინც ასეთია, ყველა მათ დიდებისმოყვარეობას დასცინის. რა იქნება ჩვენზე სამწუხარო, თუ სულიერ ცხოვრებას მიძღვნილნი, ამ ადამიანების მსგავსად, ხალხისგან დიდებას ვეძიებთ და ღვთის შექებით არ ვკმაყოფილდებით? ასეც ამბობს პავლე: „რომლისა-იგი ქებაჲ არა კაცთაგან არს, არამედ ღმრთისაგან" (). ნუთუ ვერ ხედავ, საყვარელო, როგორ საცხენოსნო ასპარეზზე მხედარნი, რომლებიც ცხენებს მიაჭენებენ, ყურადღებას არ აქცევენ იმას, რომ მთელი შეკრებილი ხალხი უამრავ შექებას აყრის, და ამ შექებიდან სიამოვნებას არ განიცდიან, არამედ მხოლოდ ერთ მეფეს უყურებენ, შუაში მჯდომს, მის მოწონებას ელოდებიან, მთელ ბრბოს უგულებელყოფენ და მხოლოდ მაშინ იამაყებენ, როცა ის გვირგვინს დაადგამს? მათ მიბაძე შენც: ნუ დააფასებ ადამიანთა დიდებას, ნუ მისთვის იქმ სათნოებას, არამედ მართალი მსაჯულის განაჩენს ელოდე და მის მოწონებას მისდევდე, ისე წარმართე მთელი შენი ცხოვრება, რომ აქაც მუდამ კეთილი იმედით ცხოვრობდე და იქ საუკუნო სიკეთეთა ტკბობა მოგცეს, — რომლებიც ჩვენ ყველამ მოვიპოვოთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.