მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 2:25

24. რამეთუ სახელი ღმრთისაჲ თქუენთჳს იგმობვის წარმართთა შორის, ვითარცა წერილ არს.25. რამეთუ წინადაცუეთილებაჲ სარგებელ არს, უკუეთუ შჯულსა იმარხავ, ხოლო უკუეთუ გარდამავალ იყო შჯულისა, წინადაცუეთილებაჲ შენი წინადაუცუეთელება იქმნა.26. აწ უკუე, უკუეთუ წინადაუცუეთელი იგი სიმართლესა შჯულისასა იმარხავს, არა-მე წინადაუცუეთელობაჲ იგი მისი წინადაცუეთილებად შეერაცხოსა?
ჰრომაელთა მიმართ თავი 2
25. რამეთუ წინადაცუეთილებაჲ სარგებელ არს, უკუეთუ შჯულსა იმარხავ, ხოლო უკუეთუ გარდამავალ იყო შჯულისა, წინადაცუეთილებაჲ შენი წინადაუცუეთელება იქმნა.
სასჯელისათჳს შჯულისა გარდამავალთა მათ ჰურიათაჲსა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო წინადაცუეთილებაჲ სარგებელ არს, შჯულსა თუ იმარხვიდე (2,25).:

თარგმანი: ვინაჲთგან წინადაცუეთაჲ მათ მიერ დიდად შერაცხილ იყო, ამისთჳს, შემდგომად ყოველთა მათ მათთა ბოროტთა თქუმისა, მას ზედა მოვიდა და იტყჳს, ვითარმედ: სთქუათ თქუენ თუ დიდი რაჲმე არს და სარგებელი წინადაცუეთისა შჯული, არამედ ჰე, ვიცი მეცა, ვითარმედ კეთილ იყო თჳსსა ჟამსა, არამედ უკუეთუმცა შჯული დაგემარხა და გეცნა, თუ რაჲსა სახე იყო წინადაცუეთაჲ იგი.

ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...გი და გამოიცდი უმჯობესსა მას და სწავლულ ხარ შჯულისაგან“** (). და კვლავ ამბობს: „რამეთუ წინადაცუეთილებაჲ სარგებელ არს, უკუეთუ შჯულსა იმარხავ, ხოლო უკუეთუ გარდამავალ იყო შჯულისა, წინადაცუეთილებაჲ შენი წინადაუცუეთელება იქმნა“ (). და არც ის უთქვამს, თითქოს მათ, ვისაც რჯული მიენდო, რაიმე ნაყოფი მიეღოთ მხოლოდ რჯულის მინდობისგან, რადგან ურწმუნოდ აღმოჩნდნენ; ამასვე დავითიც სხვაგვარად მიანიშნებდა და ამბობდა: „ხოლო ცოდვილსა მას ჰრქუა ღმერთმან: რაჲსათჳს-მე მიუთხრობ შენ სამართალთა ჩემთა“ ()? რადგან ისინი მუდამ რჯულის მოსმენით დიდად ამაყობდნენ, მაგრამ საქმისაგან ცარიელნი იყვნენ; ამიტომ პავლემაც ისინი ამ სიქადულიდან განდევნა და თქვა: „რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ;“ ()?

„რომელი ჰქადაგებ არა-პარვასა, იპარავ;“ ()...

სრულად ნახვა