მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 2:24

23. რომელი შჯულითა იქადი, გარდასლვითა მაგით შჯულისაჲთა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ?24. რამეთუ სახელი ღმრთისაჲ თქუენთჳს იგმობვის წარმართთა შორის, ვითარცა წერილ არს.25. რამეთუ წინადაცუეთილებაჲ სარგებელ არს, უკუეთუ შჯულსა იმარხავ, ხოლო უკუეთუ გარდამავალ იყო შჯულისა, წინადაცუეთილებაჲ შენი წინადაუცუეთელება იქმნა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 2
24. რამეთუ სახელი ღმრთისაჲ თქუენთჳს იგმობვის წარმართთა შორის, ვითარცა წერილ არს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲზ მოწყალებისათჳს:

...აჲ არს, არამედ გმობაჲ, უკუეთუ მცნებათა მისთა შეურაცხ-ვჰყოფდეთ, რამეთუ არცა ესრეთ იგმობვის ღმერთი წარმართ-თა ცოდვისა მიერ, ვითარ ქრისტეანე თუ ბოროტი იყოს და უკეთური. ამისთჳს უკუე გევედრები, რაჲთა ყოვლით კერძო ვისწრაფდეთ დიდებად ღმრთისა, რამეთუ იტყჳს: „ვაჲ არს მონისა მის, რომლისა მიერ სახელი ღმრთისაჲ იგმოს“. რამეთუ რაჲ წყალობაჲ ვპოვოთ, ოდეს რომელთადა ბრძანებულ არს, რაჲთა სხუათა მივსცემდეთ, და ჩუენ სხუათაგან მოვიტაცებდეთ? ნეტარ არს მისა, რომლისა მიერ სახელი ღმრთისაჲ იდიდებოდის.

აწ უკუე ნუმცა ვითარცა ბნელსა შინა ვართ, არამედ ყოვლისაგანვე ცოდვისა ვივლტოდით, რამეთუ უკუეთუ ღმერთი სტანჯავს მათ, რომელთა მშიერი არა გამოზარდონ, და რომელმან შიშუელი არა შემოსოს, დაშჯის, რაჲ-მე ყოფად არს მათთჳს, რომელთა შემოსილი გან-ძარცონ? ამათ ესევითართა სიტყუათა თქუმად არა დავსცხრებით, და ნუუკუე რომელთა დღეს არა გჳსმინონ, ხვალე გჳსმინონ, და რომელნი ხვალე ურჩ იქმნნენ, სხუასა დღესა ისმინონ. უკუეთუ კულა ვიეთნიმე ურჩებასა შინა დაადგრენ, ჩუენ უბრალო ვიყვნეთ, რამეთუ ჩუენი გჳქმნიეს. არამედ ნუმცა ვინ იქმნების თქუენგანი ურჩ, რაჲთა არცა ჩუენ გურცხუენეს, არცა თქუენ დაისაჯნეთ, არამედ ყოველნი კადნიერებით საყდარსა ღმრთისასა წარმოუდგეთ, და ჩუენცა ვიქადოდით თქუენთჳს, რაჲთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი თ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თჳსთა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).:

...შინა ცოდეს, შჯულითა ისაჯნენ“, ესე იგი არს, ვი-თარმედ უძჳრესი მიიღონ საშჯელი, რაჟამს ამხილებდეს გონებაჲცა და შჯულიცა, და არა ამისთჳს ოდენ, არამედ ამისთჳსცა, რომელ მათ მიერ „სახელი ღმრთისაჲ იგმობოდა წარმართთა შორის“, ; ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს. ამისთჳსცა, იტყოდა რაჲ საქმეთათჳს საწარმარ-თოთა მოციქული, მეყსეულად იწყო მათისა მისთჳსცა უშჯულოებისა სიტყუად, ვითარმედ სარწმუნოებისაგანცა გარდაიქცეს და საქმეთა ბოროტთა იქმნნეს მოქმედ, ვითარცა ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი იტყოდეს მათისა უკეთურებისათჳს. და მერმე იტყჳს: „ვიცით, რამეთუ შჯული რაოდენსაცა იტყჳს, შჯულისათა მათ ეტყჳს, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, რამეთუ ყოველთა ცოდეს“.

აწ უკუე რაჲსათჳსღა აღიმაღლებ თავსა შენსა, ჰურიაო? რამეთუ დაყოფილ არს შენიცა ეგე უგულისხმოჲ პირი და კადნიერებაჲ ეგე შენი და საშჯელისა თანამდებ ხარ, რამეთუ დაღაცათუმცა კეთილი გექმნა და არამცა შეცთომილ იყავ, მაშინცა არა თანაგედვა წუხილი სხუათა ცხორებისათჳს, და ესე უკეთურისა გონებისა საქმჱ არს, და უფროჲსად, რა-ჟამს არა შენითა დაჭირვებითა იყო მათი წყალობაჲ, რამეთუ უკუეთუმცა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „წმიდა იყავნ სახელი შენი“ (6,9).:

...თილთაჲ ესე არს და სრულებაჲ ჭეშმარიტი, რაჲთა ესევითარი ცხორებაჲ ვაჩუენოთ, ვიდრეღა ყოველნი ჩუენთა მათ საქმეთა მხედველნი გადიდებდენ შენ, და არა მოიწიოს ჩუენ ზედა სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „ვაჲ არს მათდა, რომელთა მიერ სახელი ჩემი იგმობვის წარმართთა შორის“, ; არამედ უფროჲსად ჩუენ მიერ იქებოდის და იდიდებოდის სახელი შენი; ამას ვითხოვთ შენგან და ამისთჳს შეგივრდებით: წმიდა იყავნ და დიდებულ ჩუენ შორის სახელი მეუფებისა შენისაჲ, წოდებული ჩუენ ზედა; გუყვენ ჩუენ შეწევნითა შენითა უბიწო, მართალ, განშორებულ ყოვლისაგანვე ბოროტისა, მეტყუელ ჭეშმარიტებისა და მოქმედ სათნოებისა, უმანკოებით და სიწრფოებით მავალ და სი ბრძნითა და მეცნიერებითა შემკობილ.

ესევითარი არს ძალი სიტყჳსაჲ ამის, ვითარმედ: „წმიდა იყავნ სახელი შენი“, ვითარცა ესერა წარმოგითხარ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოედინ სუფევაჲ შენი“ (6,10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ესეცა სიტყუაჲ მონისა ერთგულისაჲ არს, რაჲთა არა შემსჭუალულ იყოს გონებაჲ მისი სხუასა რასმე ცუდსა და წარმავალსა და უცხოსა საქმესა, არცა ენებოს შორს-ყოფაჲ ღმრთისა თჳსისაგან, არამედ სუროდის ადრე ხილვად მეუფისა მის სახიერისა, რომელ ღირს იქმნა მამად თჳსა წოდებად და სუფევისა მის საუკუნისა მკჳდრ...

სრულად ნახვა