თარგმანი: ამას ყოველსა ზედა ჯერ-იყო თქუმად, ვითარმედ: რომელთა ესოდენნი საქმენი მიიხუენით ღმრთისა მიერ, და არა დაიმარხენით, უზეშთაესისა სატანჯველისა თანამდებ ხართ, რამეთუ ცოდვაჲცა თქუენი გულისჴმის-ყოფით არს. გარნა არა ეტყჳს ესრეთ განჩინებით, არამედ კითხვის სახედ ჰყოფს სიტყუასა თჳსსა, და მასვე მოასწავებს.
ჰრომაელთა მიმართ 2:21
...რადგან როგორც მსხვერპლთა გამო, ასევე რჯულის ქონისა და სხვათა მოძღვრებად სახელდების გამო დიდად ამაყობდნენ, იგი აჩვენებს, რომ არაფერ დიდ ნაყოფს არ იღებენ, როცა თვითონ უსწავლელნი რჩებიან, და ასეთებს უფრო მკაცრად ამხელს: „რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ;“ (). „რომელი ჰქადაგებ არა-პარვასა, იპარავ;“ (). „რომელსა გძაგან კერპნი, საკურთხეველსა სძარცუავ;“ (). „რომელი შჯულითა იქადი, გარდასლვითა მაგით შჯულისაჲთა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ?“ (). ამიტომ საკუთარ თავზეც ამბობდა, რომ ეშინოდა: „ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო.“ () ამით იგი ამხობდა მათ ამპარტავნებას, ვინც სიტყვის სწავლებას დიდ რამედ მიიჩნევს, თვითონ კი სათნოებისგან დაცარიელებულია.
ამ სიტყვას იგი სხვაგვარადაც იყენებს, როცა იუდეველებს მიმ...
...ნ სამართალთა ჩემთა“** ()? რადგან ისინი მუდამ რჯულის მოსმენით დიდად ამაყობდნენ, მაგრამ საქმისაგან ცარიელნი იყვნენ; ამიტომ პავლემაც ისინი ამ სიქადულიდან განდევნა და თქვა: „რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ;“ ()?
„რომელი ჰქადაგებ არა-პარვასა, იპარავ;“ ()8? დავითიც ასევე ამბობს: „იხილი თუ მპარავი, თანაურბიოდე მას და მეძავსა თანა დასდვა ნაწილი შენი“ (). „და დღე დიდი არა თავს-ვიდვა“ (). იგი ამბობს ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, კარვობის დღესასწაულზე, პასექზე და დანარჩენ დღესასწაულებზე. „მარხვა და უქმობაჲ და დღესასწაულნი თქვენნი ძულან სულსა ჩემსა“ ()....
...კი — სწავლება. თუ საქმე წინ უსწრებს, მის უკან სწავლება რომ არც მოყვეს, თავად საქმეები სიტყვებზე გაცილებით ნათლად ასწავლიან მათ, ვინც ჩვენ გვიმზერს. ამრიგად, ყოველთვის ვეცადოთ ჯერ საქმით ვასწავლოთ, შემდეგ კი — სიტყვითაც, რათა ჩვენც არ მოგვესმას პავლესგან: „რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ" ()? და, როცა ვისურვებთ ვინმეს რაიმე საჭიროს ჩავაგონოთ, ჯერ თავად ვეცადოთ ამის გაკეთებას, რომ უფრო თამამად მოვძღვრავდეთ; ჩვენი მთელი მზრუნველობა სულის ცხონებაზე იყოს და იმაზე, როგორ დავიმორჩილოთ ხორციელი ვნებები და ჭეშმარიტი მარხვა შევასრულოთ, ანუ ბოროტებისგან თავშეკავება, რადგან მარხვა სწორედ ამაშია. საკვებისგან თავშეკავებაც იმისთვის მიგვიღია, რომ ხორცის ძალა შევასუსტოთ და ეს ცხენი ჩვენი მორჩილი გავხადოთ. მარხულობს ვინც — მას უპირველეს ყოვლისა რისხვის დამორჩილება სჭირდება, სიმშვიდესა და შემწყნარებლობას უნდა ეჩვეოდეს, ჰქონდეს შემუსვრილი გული, განდევნოს უწმინდური სურვილები იმ ჩაუქრობელი ცეცხლისა და მიუკერძოებელი განკითხვის წარმოდგენით, იყოს ფულის ანგარებაზე მაღლა, მოწყალებაში დიდი გულუხვობა გამოიჩინოს, სულიდან განდევნოს ყოველგვარი ბოროტება მოყვასისადმი. აი, ეს არის ჭეშმარიტი მარხვა, როგორც ესაიაც ამბობს ღვთის სახელით: **„არა ესე მა...
...მეთა კეთილთა არა სარგებელ არს, რამეთუ „უკუეთუ შენ ჰურია სახელ-გედების, და განისუენებ შჯულსა ზედა და იქადი ღმრთისა მიერ“, აწ უკუე „რომელი-ეგე ასწავებ სხუასა, თავსა შენსა არა ასწავება? რომელი-ეგე შჯულსა ზედა იქადი, გარდასლვითა შჯულისაჲთა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ?“
აწ უკუე, ძმანო, ვიხილოთ ჩუენცა, ნუუკუე სიმართლესა ზედა სარწმუნოებისასა ვიქადოდით, და არა ვიქმოდით საქმეთა, რომელნი სარწმუნოებასა მას ჩუენსა შეეტყუებოდიან, და ამისთჳს განვარისხებდეთ ღმერთსა ჩუენ ზედა, და ჩუენ მიერ იგმებოდის სახელი მისი. რამეთუ ჯერ-არს, რაჲთა ქრისტეანჱ მოძღუარი იყოს ყოვლისა სოფლისაჲ და ნა-თელ და მარილ და საფუვარ კეთილთა საქმეთა, ვითარცა უფალი იტყჳს.
ხოლო რაჲ არს ნათელ-ყოფაჲ? ესე იგი არს ცხორებაჲ ბრწყინვალჱ და კეთილი, რომელსა შინა არცა ერთი იქმნების სიბნელჱ, რამეთუ ნათელი არა თავისა თჳსისა საჴმარ არს, არცა მარილი, არცა საფუვარი, არამედ სხუათა მიმართ გამოაჩინებნ საჴმარებასა თჳსსა. ეგრეთვე უკუე ჩუენგანცა არა თავთა ჩუენთა ოდენ სარგებელსა ეძიებს ღმერთი, არამედ სხუათასაცა, რამეთუ მარილი უკუეთუ არა შეამარილებდეს, არა არს მარილ. ;
...ელი და მომატყუებელ კეთილისა ყოფაჲ, არამედ სხუათაცა, და არა ერთ არს სასყიდელი თავისა თჳსისა ხოლო მოქცევისაჲ და უკუეთუ თავისა თჳსისა თანა მოყუასსაცა ვინ მიზეზ ცხორებისა ექმნას; რამეთუ ვითარცა სწავლაჲ თჳნიერ საქმისა დასჯის მასწავლელსა, ვითარცა იტყჳს მოციქული: „რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ?“ ეგრეთვე, უკუეთუ ვინ იქმოდის კეთილსა და ჟამსა წესიერსა და ოდეს ჯერ-იყოს სხუათაცა არა მიუთხრას უმჯობესი, დაამცირებს სასყიდელსა შრომისა მისისასა.
ჯერ-არს უკუე ორსავე შინა სრულ-ყოფად და პირველად თავისა თჳსისა განმართებაჲ და ესრეთ სხუათაცა მოძღურებად შესლვაჲ; რამეთუ ამისთჳს თავადმანცა საქმე უწინარეს სწავლისა განაწესა, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ ესრეთ იქმნების კეთილად სწავლაჲ სხუათაჲ, ოდეს პირველად შენ ჰქმნე, რაჲთა არა გესმას: „მკურნალო, განიკურნე თავი შენი“; რამეთუ რომელმან ვერ უძლოს თავისა თჳსისა სწავლად და ჴელყოს სხუათა მოძღურებად, მრავალთა მიერ განიკიცხოს და იყუედროს და უფროჲსღა ვერცა შეუძლოს სწავლად, რაჟამს საქმენი სიტყუასა უგებდენ მას. ხოლო უკუეთუ ორკერძოვე სრულ-ყოს - თჳსითაცა საქმითა და სხუათაცა სწავლითა - ესევითარსა მას ჭეშმარიტად დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა.