მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 2:10

9. ჭირი და იწროებაჲ ყოველსა ზედა სულსა კაცისასა, მოქმედსა ბოროტისასა, ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა!10. დიდებაჲ და პატივი და მშჳდობაჲ ყოველსა მოქმედსა კეთილისასა, ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა!11. რამეთუ არა არს თუალთ-ღებაჲ ღმრთისა თანა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 2
10. დიდებაჲ და პატივი და მშჳდობაჲ ყოველსა მოქმედსა კეთილისასა, ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა!
თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: დიდებაჲ და პატივი და მშჳდობაჲ ყოველსა მოქმედსა კეთილისასა, ჰურიასა პირველად და მერმე წარმართსა. რამეთუ არა არს თუალთ-ღებაჲ ღმრთისა თანა (2,10-11).:

თარგმანი: რომლისა ჰურიისა, ანუ რომლისა წარმართისათჳს ჰყოფს სიტყუასა აწინდელსა ამას ადგილსა? — ცხად არს, ვითარმედ —მათთჳს, რომელნი-იგი პირველ ქრისტეს მოსლვისა იყვნეს, რამეთუ არღა მოაწევს სიტყუასა ამას ჟამთა ამათ მომართ მადლისათა, არამედ ჯერეთ პირველთა მათ ჟამთა შინა იქცე მედს წარმართთა და პირველ ლისა შჯულსა შინა მყოფთავე ჰურიათა თანა შეაერთებს და აღიღებს მათგან ლოდსა და კლდესა შესაბრკოლებელსა, რაჲთა, რაჟამს მადლსა შინა ყოს ესე, არა უჩნდეს მათ საძნაურ და ტჳრთ. ხოლო წარმართ უწოდს არა თუ კერპთმსახურთა, არამედ წარმართთაგანთა ღმრთისმსახურთა, რომელნი პირველ ჰურიათა შჯულის მიღებისა ყოველსავე ჰყოფდეს შჯულსა სჳნიდისისასა; ვითარ-იგი იყო მელქისედეკ და მისთანანი, იობ და კორნილიოს. ამათ ყოველთა შეერთებისათჳს იტყჳს, ვითარმედ საღმრთოდ ცხოვნებულთა მათ შორის არა არს შფოთი და ჴდომაჲ დიდებისათჳს...

სრულად ნახვა
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: დიდებაჲ და პატივი და მშჳდობაჲ (2,10).:

თარგმანი: კეთილად თქუა თუ "მშჳდობაჲ", რამეთუ მუნ არღარა არს შური და ბრძოლაჲ დიდებისათჳს და პატივისა, არამედ მშჳდობაჲ სამარადისოჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის