...ბ მსჯელობას კი თავად უფალს მივანდობთ? თუ ასე მოვიქცევით, ჩვენც მამამთავრის მსგავს მორჩილებას გამოვიჩენთ და მსგავს გვირგვინებსაც მივიღებთ. როგორ გამოვიჩენთ ჩვენს მორჩილებას? თუ ნამდვილად ავასრულებთ მის მცნებებს. „რამეთუ არა მსმენელნი შჯულისანი განმართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი შჯულისანი განმართლდენ" (). რა სარგებელია ჩვენთვის, თუ ყოველდღე მოვისმენთ ღვთის მცნებებს, მათ აღსრულებაზე კი არ ვიზრუნებთ? ამიტომ ყველას შევაგონებ: ვისწრაფოთ სათნოებათა მიმართ — სხვაგვარად ცხონებაც ხომ შეუძლებელია — ცოდვათაგან განვიწმინდეთ და ამგვარად თავად მეუფისგან კაცთმოყვარეობის ღირსნი გავხდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ჰრომაელთა მიმართ 2:1
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...უკუნეთა განმავლობაში ეტანჯება, და მასთან ერთად ყველა მისი მსგავსი დამნაშავე, განსაკუთრებით ისინი, ვინც მომდევნო დროში ყველაზე საძაგელ ვნებებს მიეცნენ, რისთვისაც კიდევ უფრო მძიმე სასჯელი განესაზღვრება ყოველთა საერთო მეუფისგან. ისმინე, რას ამბობს ნეტარი პავლე: „რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ" (), ანუ უფრო მსუბუქ სასჯელს მიიღებენ, რადგან რჯულისგან არც მხილება მიიღეს, არც მუქარა, არც გამოსწორება. „და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ". ესენი, ანუ ისინი, ვინც რჯულის ქონის მიუხედავადაც ისევე იქცეოდნენ, უმძიმეს და აუტანელ ტანჯვას დაექვემდებარებიან. და სრულიად სამართლიანად, — რადგან ვერც რჯულმა, ვერც სხვათა მაგალითმა, ვინც ასეთ უბედურებას განიცადა, ვერ გახადა ისინი უფრო კეთილგონიერნი და თავშეკავებულნი. ამიტომ გევედრებით, თუნდაც ამიერიდან მაინც სხვათა მაგალითით მოვიფიქროთ და ჩვენი ცხოვრება უფლისადმი მორჩილებისა და მისი რჯულის შესრულებისკენ მივმართოთ. ნუ მოიცავს ნურც შური, ნურც სიძულვილი, ნურც ხორციელი სიყვარული, ნურც ამქვეყნიური დიდების მოყვარეობა და ხელმწიფების წყურვილი, ნურც ნაყროვანება, ნურც სხვა რომელიმე უწმინდური ვნება ჩვენი სულის სწრაფვებს; არამედ ყოველგვარი დროებითი სიამოვნებისგან და ყოველი სამარცხვი...
..., რომლებიც პირველი ადამიანების მსგავსად სცოდავენ, მათთან თანაბარ სასჯელს არ იღებენ. ამაში მყისვე დარწმუნდება ადამიანი ქვეყნიერების ბრძენი მოძღვრის, ესე იგი, ნეტარი პავლეს სიტყვებიდან, რომელიც ამბობს: „რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ, და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ" (). ეს სიტყვები შემდეგს ნიშნავს: რჯულამდე და რჯულის შემდეგ მცხოვრები ადამიანები ერთნაირად არ განიკითხებიან; რჯულის მოცემის შემდეგ მცოდველნი უფრო მძიმე სასჯელს დაექვემდებარებიან. „რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ", ესე იგი, სასჯელი შემსუბუქდება იმით, რომ რჯულის დარიგებითა და შემწეობით არ ისარგებლეს. „და რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ". ესენი კი, ამბობს (მოციქული), ვინაიდან რჯული ჰყავდათ მასწავლებლად და მიუხედავად ამისა, არ გამოსწორდნენ, არამედ იმათ მსგავსად სცოდეს, უფრო მძიმე სასჯელს მიიღებენ. მაგრამ მოვისმინოთ ისიც, რაც დღეს წაკითხულია. „და უწოდა, — ამბობს (მოსე), — ადამ სახელი ცოლსა თჳსსა ევა, ესე იგი, ცხორებაჲ. რამეთუ იგი არს დედა ყოველთა მაცხორებელთა" (). შეხედე, რა ზედმიწევნითობაა საღვთო წერილის (სიტყვებში), როგორ ესეც არ დ...
...ამლებს უნდა იღებდნენ, თავიანთ ჭრილობებზე ადებდნენ და ამით წავიდნენ აქედან. ხოლო, რომ მხოლოდ მოსმენა, საქმით შესრულების გარეშე, არანაირ სარგებელს არ მოიტანს, ამის შესახებ მოისმინე ნეტარი პავლესი, რომელიც ამბობს: „რამეთუ არა მსმენელნი შჯულისანი განმართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი შჯულისანი განმართლდენ" (). და ქრისტემ თავის ქადაგებაში თქვა: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ" ().
მაშ, საყვარელნო, რადგან ვიცით, რომ მოსმენისგან არანაირი სარგებელი არ გვექნება, თუ მას საქმით შესრულება არ მოჰყვება, ვიყოთ არა მხოლოდ მსმენელნი, არამედ აღმსრულებელნიც, რათა სიტყვების შესაფერისმა საქმეებმა სულიერი სიტყვის საფუძველი შეადგინოს. განახვენით თქვენი სულის წიაღი და მიიღეთ სიტყვა მარხვის შესახებ. როგორც უბიწო და მშვენიერი პატარძლის მისაღებად მზადებულნი საქორწინო ოთახს ყოველი მხრიდან საფარველებით ამშვენებენ, მთელ სახლს ასუფთავებენ, არცერთ უვარგის მხევალს არ შეუშვებენ, და მხოლოდ ამის შემდეგ შეჰყავთ პატარძალი საქორწინო ოთახში, – ასევე მსურს, რომ თქვენც, თქვენი სული განწმინდოთ, გართობებსა და ყოველგვარ უზ...
...ხოლო ჩუენ ვივლტოდით ამათ საქმეთაგან და ვადიდებდეთ ძესა მხოლოდშობილისა ღმრთისასა არა ამით ოდენ მართლაღსაარებისა დიდებითა, არამედ საქმეთაცა მიერ კეთილთა, რამეთუ მართლმორწმუნეობაჲ ოდენ თჳნიერ საქმეთა კეთილთა არა სარგებელ არს, რამეთუ „უკუეთუ შენ ჰურია სახელ-გედების, და განისუენებ შჯულსა ზედა და იქადი ღმრთისა მიერ“, აწ უკუე „რომელი-ეგე ასწავებ სხუასა, თავსა შენსა არა ასწავება? რომელი-ეგე შჯულსა ზედა იქადი, გარდასლვითა შჯულისაჲთა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ?“
აწ უკუე, ძმანო, ვიხილოთ ჩუენცა, ნუუკუე სიმართლესა ზედა სარწმუნოებისასა ვიქადოდით, და არა ვიქმოდით საქმეთა, რომელნი სარწმუნოებასა მას ჩუენსა შეეტყუებოდიან, და ამისთჳს განვარისხებდეთ ღმერთსა ჩუენ ზედა, და ჩუენ მიერ იგმებოდის სახელი მისი. რამეთუ ჯერ-არს, რაჲთა ქრისტეანჱ მოძღუარი იყოს ყოვლისა სოფლისაჲ და ნა-თელ და მარილ და საფუვარ კეთილთა საქმეთა, ვითარცა უფალი იტყჳს.
ხოლო რაჲ არს ნათელ-ყოფაჲ? ესე იგი არს ცხორებაჲ ბრწყინვალჱ და კეთილი, რომელსა შინა არცა ერთი იქმნების სიბნელჱ, რამეთუ ნათელი არა თავისა თჳსისა საჴმარ არს, არცა მარილი, არცა საფუვარი, არამედ სხუათა მიმართ გამოაჩინებნ საჴმარებასა თჳსსა. ეგრეთვე უკუე ჩუენგანცა არა თავთა ჩუენთა ოდენ...
...ავსად წარმართთასა. და ამისთჳს მოციქული იტყჳს: „არა არს განყოფილებაჲ ჰურიისა და წარმარ-თისა, რამეთუ ყოველთა ცოდეს და დააკლდებიან დიდებასა ღმრთისასა, ხოლო განმართლდებიან ცუდად მადლითა მისითა“. და კუალად იტყჳს: „რომელთა შჯულსა შინა ცოდეს, შჯულითა ისაჯნენ“, ესე იგი არს, ვი-თარმედ უძჳრესი მიიღონ საშჯელი, რაჟამს ამხილებდეს გონებაჲცა და შჯულიცა, და არა ამისთჳს ოდენ, არამედ ამისთჳსცა, რომელ მათ მიერ „სახელი ღმრთისაჲ იგმობოდა წარმართთა შორის“, ; ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს. ამისთჳსცა, იტყოდა რაჲ საქმეთათჳს საწარმარ-თოთა მოციქული, მეყსეულად იწყო მათისა მისთჳსცა უშჯულოებისა სიტყუად, ვითარმედ სარწმუნოებისაგანცა გარდაიქცეს და საქმეთა ბოროტთა იქმნნეს მოქმედ, ვითარცა ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი იტყოდეს მათისა უკეთურებისათჳს. და მერმე იტყჳს: „ვიცით, რამეთუ შჯული რაოდენსაცა იტყჳს, შჯულისათა მათ ეტყჳს, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, რამეთუ ყოველთა ცოდეს“.
აწ უკუე რაჲსათჳსღა აღიმაღლებ თავსა შენსა, ჰურიაო? რამეთუ დაყოფილ არს შენიცა ეგე უგულისხმო...
...ცხად იქმნას სიტყუაჲ ესე, შემოვიღოთ შორის ერთი რაჲმე ცოდვაჲ, და იხილეთ, რავდენი განყოფილებაჲ აქუს. და ამას არა თავით თჳსით ვიტყჳთ, არამედ საღმრთოთა წერილთაგან.
ვთქუათ სიძვისათჳს: ისიძვა ვინმე პირველ შჯულისა, - სხუაებრ იტანჯოს, და ამას მოასწავებს პავლე, ვითარმედ: „რავდენთაცა უშჯულოდ ცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ“, ესე იგი არს, უადვილესად; ისიძვა ვინმე შემდგომად შჯულისა, - უძჳრესი შეემთხჳოს, რამეთუ იტყჳს: „რომელთა შჯულსა შინა შესცოდეს, შჯულითაცა იტანჯნენ“, ესე იგი არს, უძჳრესად; რამეთუ ბუნებითსა მას შჯულსა თანა იყოს წერილიცა იგი შემასმენელ მათა; კუალად, ისიძვა მღდელმან ვინმე, - დიდად დასართავი აქუს სატანჯველისაჲ პატივისა მისგან. ამისთჳსცა ძუელსა შჯულსა შინა უკუეთუ იპოვის დედაკაცი სიძვასა შინა, სიკუდილისა თანამდებ არნ, ხოლო ასულნი მღდელთანი იპოვნიან თუ, ცეცხლი-თა დაიწუვოდეს, რაჲთა საცნაურ იქმნას, თუ რაოდენი საშჯელი მიელის მღდელსა, უკუეთუ ცოდოს. უკუეთუ ასულსა უმეტესი საშჯელი მიეჴადა ამისთჳს, რომელ მღდელისა ასული არს, რაოდენ უმეტესად მღდელსა მოეჴადოს? კუალად, განიჴრწნა ვინმე იძულებით, - ესე ბრალისაგანცა და საშჯელისა ჴსნილ არს იძულებისა მისთჳს. სხუამან მისცა თავი თჳსი სიძვასა სიმდიდრესა შინა, სხ...
...დენი თქუას ღმერთმან, ვქმნათ და ვისმინოთ; და საქმით აჩუენეს ურჩებაჲ ბოროტი.
ამისთჳსცა, რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ შჯული იგი სარგებელ რასმე ეყოფვის, უჩუენებს უფალი, ვითარმედ უფროჲსღა დასასჯელ მათა იქმნების, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „არა მსმენელნი შჯულისანი, არამედ მოქმედნი შჯულისანი განმართლდენ ღმრთისა მიერ“. ხოლო რაჲთა თავით თჳსით დაშჯილ იყვნენ, მათვე პირითა თჳსითა უბრძანა განჩინებისა მიცემად, და ვინაჲთგან ნეფსით არა ინებეს აღსაარებად ჭეშმარიტისა, იგავითა მით ათქუმია, რომელსა ეძიებდა. ხოლო ვინაჲთგან ვერ გულისჴმა-ყვეს მათ, თუ რაჲსათჳს წინაუყო იგავი იგი, და მისცეს განჩინებაჲ სასჯელისაჲ მის, მერმეღა გამოუცხადა სიტყჳსა მის ძალი და ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მეზუერენი და მე-ძავნი წინაგიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ცათასა. რამეთუ მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, და არა გრწმენა მისი, ხოლო მეზუერეთა და ცოდვილთა ჰრწმენა მისი; ხოლო თქუენ იხილეთ და არა შეინანეთ უკუანაჲსკნელ, რაჲთამცა გრწმენა მისი“ (21,31-32).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, და არა გრწმენა მისი“. ესე იგი არს, ვითარმედ: ვერ ჴელ-გეწიფების თქუმად, თუ უდები ვინმე იყო და უსარგებლოჲ და ამისთჳს არა გრწმენა, რ...
...ე ნებასა მას მამისასა, არამედ ვითარცა ერთ არს ბუნებაჲ მა-თი, ეგრეთვე ნებაჲ ერთ არს. ვინაჲთგან უგუნურნი იგი ჰურიანი საქმეთა კეთილთათჳს არა ფრიად ზრუნვიდეს, არამედ რჩულითა ხოლო იქადოდეს, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „შენ ჰურიაჲ სახელ-გედების და განისუენებ სჯულსა ზედა და იქადი ღმრთისა და იცი ნებაჲ იგი“, და შემდგომი ამისი, არამედ არარას სარგებელ გეყოსო, უკუეთუ საქმენი არა გქონდინ. ამისვე ჯერისათჳს უფალი განაწესებს სიტყუასა ამას და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო! და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ. რამეთუ მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაჲსწარმეტყუელებდით და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ; განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი ურჩულოებისანი“ (7,21-23).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ძალი სიტყუათა ამათ ესრეთ არს, ვითარმედ: არა თუ რომელსა აქუნდეს სარწმუნოებაჲ ხოლო თჳნიერ საქმეთასა, განვარდეს იგი სასუფეველისაგან, არამედ დაღაცათუ სარწმუნოებასა თანა სასწაულთაცა იქმოდის და საქმენი კეთილნი არა აქუნდენ, არავე ღირს...