მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 16:3

2. რაჲთა იგი შეიწყნაროთ უფლისა მიერ ღირსად წმიდათა და თანა-დაუდეგით მას, რომელიცა რაჲმე საქმე უჴმდეს თქუენგან, და რამეთუ იგიცა მრავალთა თანა-მდგომ ექმნა და თჳთ მეცა.3. კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანა-შემწეთა ჩემთა, ქრისტეს იესუჲს მიერ,4. რომელთა-იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს, რომელთადა არა მე ხოლო მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი და სახლად-სახლად კრებულნი მათნი.
ჰრომაელთა მიმართ თავი 16
3. კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანა-შემწეთა ჩემთა, ქრისტეს იესუჲს მიერ,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი კ̂ზ. აკჳლაჲსთჳს და პრისკილაჲსსა და აპოლოჲსსა, კაცისა გონიერისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო იკუეცა მან თმაჲ კენქრეს, რამეთუ აღთქუმაჲ აღეთქუა (18,18).:

...ოტისაგან. ხოლო საგონებელ არს, ვითარმედ აკჳლაცა მოციქულისა თანავე იკუეცა თმაჲ. ესე აკჳლა და პრისკილა არიან, რომელთა მრავალსა ადგილსა მოიჴსენებს მოციქული ებისტოლეთა შინა თჳსთა, ვითარმედ: "კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანა-მოქმედთა ჩემთა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელთა სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს" () და "გიკითხვენ თქუენ აკჳლა და პრისკილა" ().

და მიიწია ეფესოდ. იგინი დაუტევნა მუნ და იგი შევიდა შესაკრებელსა და ეზრახა ჰურიათა მათ, და ვითარ იგინი ჰლოცვიდეს უმეტესსა-რე ჟამსა დადგრომად მათ თანა, არა ინება, არამედ იჯმნა მათგან და თქუა: ჯერ-არს ჩემდა დღესასწაულსა ამას მომავალსა იერუსალემს აღსრულებად, და კუალად მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა (18,19-21).

თარგმანი: ეფესოს შინა დაუტევნა აკჳლა და პრისკილა, რაჲთა ასწავებდენ ერსა, რამეთუ მრავალი ჟამი დაეყო მათ პავლეს თანა და განსწავლულ იყვნეს არა თჳთ ოდენ, არამედ მოძღურადცა და მასწავლელად სხუათა. იხილე, ვითარ დედაკაციცა ასწავებს ერსა, პრისკილა, ცოლი აკჳლაჲსი. ხოლო მოციქული იჯმნიდა ეფესელთაგან და აღუთქუმიდა კუალად მიქცევასა მათდა; არა კაცობრივ-რაჲმე სილაღით, არცა წინაჲსწარმეტყუელებით, არამედ მინდობითა ნებისა ღმრთისაჲთა ყო აღთქ...

სრულად ნახვა