თარგმანი: ვინაჲთგან ჯერეთ იყვნეს-ღა მათ შორის შფოთნი და განწვალებანი, ამისთჳს მომცემელსა მშჳდობისასა ხადის დამშჳდებად მათდა, და დაცხრომად მათგან მიზეზთა დაბრკოლებისათა, შემუსრვითა ეშმაკისაჲთა, რომელი ფრიად უფროჲს არს დათრგუნვისა, რაჟამს არა ხოლო შფოთნი და დაბრკოლებანი, არამედ თჳთ მიზეზიცა და მომპოვნებელი მათი სატანა შეიმუსროს; არა მყოვარ, არამედ ადრე; რამეთუ შემოკლებითა ჟამისაჲთა ფრიად უფროჲს ნუგეშინის-სცემს მათ.
ჰრომაელთა მიმართ 16:20
ესე ებისტოლე მიუწერა კორინთით და წარსცა ფიბეს მიერ, მსახურისა კენქრელთა ეკლესიისა. არს ამას შინა ბერძულითა ფილაფოზთა სათუალავითა მუჴლი ՙჩ̂კ.
...ა მშჳდობითა სარწმუნოებად და აღმატებად თქუენდა სასოებითა და ძალითა სულისა წმიდისაჲთა.“** (). ხედავ კურთხევის ძალას, რომელიც გამოუთქმელ სიკეთეებს ანიჭებს და მიწიერი არაფერი აქვს? და კვლავ პავლე: „ხოლო ღმერთმან მშჳდობისმან შემუსრენ ეშმაკი ქუეშე ფერჴთა თქუენთა ადრე“ ().
მაგრამ ძველ აღთქმაში, როცა ადამიანთა მდგომარეობა უფრო უხეში იყო, კურთხევის საქმეები გრძნობადი საგნებისგან იქსოვებოდა, და მრავალშვილიანობა უდიდეს რამედ მიიჩნეოდა. რადგან სიკვდილი ცოდვისგან შემოვიდა, ღმერთი მოდგმას ანუგეშებდა და აჩვენებდა, რომ არა მხოლოდ არ ამოწყვეტდა და სრულ დაღუპვას არ გადასცემდა, არამედ წინანდელზე ბევრად მეტნიც იქნებოდნენ; ამიტომ ამბობს: „აღორძნდით და განმრავლდით“ (). ხოლო როცა სიკვდილი ძილად იქნა შეცნობილი, ქალწულების სიკეთეც შემოვიდა. ამიტომ პავლეც ამბობდა: „რამეთუ მნებავს ყოვლისა კაცისა ყოფად, ვითარცა თავი ჩემი“ (), ანუ თავშეკავებით; და კვლავ: **„უმჯობეს არს კაცისა დედაკაცისა შე-ვე არა-ხება...