მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 15:14

13. ხოლო ღმერთმან სასოებისამან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა სიხარულითა და მშჳდობითა სარწმუნოებად და აღმატებად თქუენდა სასოებითა და ძალითა სულისა წმიდისაჲთა.14. მრწამს მე, ძმანო ჩემნო, თქუენთჳს, ვითარმედ თქუენცა სავსე ხართ სახიერებითა და აღსავსე ყოვლითა მეცნიერებითა და შემძლებელ ურთიერთასცა სწავლად.15. უკადნიერესად-რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგსრე, რაჲთა მოგაჴსენო თქუენ მადლითა მით, რომელი მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ,
ჰრომაელთა მიმართ თავი 15
14. მრწამს მე, ძმანო ჩემნო, თქუენთჳს, ვითარმედ თქუენცა სავსე ხართ სახიერებითა და აღსავსე ყოვლითა მეცნიერებითა და შემძლებელ ურთიერთასცა სწავლად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 4. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყაროჲ შორის წყალთა" (დაბ 1:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. მეორე დღე და სულიერი საზრდოს აუცილებლობა (1:8):

...ისაც შეუძლია ლაპარაკი; პირიქით, თქვენ, ღვთის მადლით, შეგიძლიათ, რომ ჩვენ ქვებზე უხმოდ რომ ვყოფილიყავით, ჩვენი უმოქმედობა გაგეღვიძებინათ, ძილი გაგეფანტეთ და რაიმე სასარგებლო და მაშენებელი გაგვეთქმევინებინათ. რადგან თქვენ ღვთისგან ხართ ისე ნასწავლნი, რომ, ნეტარი პავლეს სიტყვით, „შემძლებელ ურთიერთასცა სწავლად" (), გთხოვთ, თუ ოდესმე, განსაკუთრებით მარხვის დროს, შეუდექით ღვთისთვის სათნო სათნოების ცხოვრებას, და ნუ მოგეწყინოთ ჩვენი სიტყვა, თუ ყოველდღე ერთსა და იმავეს ვიტყვით. ერთისა და იმავეს თქმა, ნეტარი პავლეს სიტყვით, „ჩემდა არა სიცონილ არს, და თქუენდა კრძალულება არს" (). ჩვენი სული, დაუდევარი რომ არის, მუდმივ შეხსენებას საჭიროებს. და როგორც სხეული ყოველდღიურად ხორციელ საზრდოს საჭიროებს, რათა სრულ დაუძლურებასა და უმოქმედობაში არ ჩავარდეს, ასევე სულიც სულიერ საზრდოსა და საუკეთესო ხელმძღვანელობას ითხოვს, რათა, სიკეთის ჩვევაში განმტკიცებული, ბოროტის მზაკვრობათა მიუწვდომელი იყოს.

7. მარხვა, მტრის სიყვარული და ღვთის მიბაძვა

ამრიგად, ყოველდღიურად გამოვიკვლიოთ მისი (სულის) ძალა და არ მოვეშვათ თავის გამოკვლევას; ანგარიში მოვთხოვოთ საკუთარ თავს იმაშიც, რაც ჩვენში შედის, და იმაშიც, რაც გამ...

სრულად ნახვა