მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 14:9

8. რამეთუ გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისად ცხოველ ვართ, და გინა თუ მოვსწყდებით, უფლისა მიერვე მოვსწყდებით; გინა თუ ცოცხალ ვიყვნეთ, გინა თუ მოვსწყდეთ, უფლისანი ვართ.9. რამეთუ ამისთჳსცა ქრისტე მოკუდა და აღდგა და ცხონდა, რაჲთა მკუდართაცა და ცხოველთაცა ზედა უფლებდეს.10. ხოლო შენ რაჲსა განიკითხავ ძმასა შენსა? ანუ თუ შენ რაჲსა შეურაცხ-ჰყოფ ძმასა შენსა? რამეთუ ყოველნივე წარდგომად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 14
9. რამეთუ ამისთჳსცა ქრისტე მოკუდა და აღდგა და ცხონდა, რაჲთა მკუდართაცა და ცხოველთაცა ზედა უფლებდეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ო
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო აღდგომისათჳს მკუდართაჲსა არა აღმოგიკითხავსა თქუმული იგი ღმრთისამიერი, რომელსა იტყჳს: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ“ (22,31-32).:

..., არამედ მკუდრად შერაცხილ იყო, ვინაჲთგან განჩინებაჲ სიკუდილისაჲ მიიღო, ეგრეთვე ესენი, დაღაცათუ მომკუდარ იყვნეს, არამედ სულითა და აღთქუმითა მით აღდგომისაჲთა ცხოელ იყვნეს.

თქუეს ვიეთმე, ვითარმედ: რაჲსათჳს უკუე იტყჳს მოციქული: „რამეთუ ამისთჳსცა ქრისტე მოკუდა და აღდგა, რაჲთა მკუდართაცა და ცხოელთაცა ზედა უფლებდეს“? არამედ უწყოდენ მეტყუელთა მათ, ვითარმედ ესე სიტყუაჲ პირველსა მას არა წინააღუდგების, რამეთუ მკუდარნი აჴსენნა მოციქულმან ჴორცითა მომკუდარნი, რომელთა ეგულების კუალად აღდგომაჲ, და ცხოელნი, რომელნი ჯერეთ სოფელსაღა შინა იქცევიან. და კუალად ესეცა გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ: იცის წერილმან სხუაჲცა სახე მკუდრობისაჲ, რომლისათჳსცა იტყჳს: „აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა“. ყოვლით კერძოვე უკუე სხუასა პირსა ზედა თქუმულ არს ესე, თუ: „მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი“, და სხუაჲ არს სიტყუაჲ იგი: „რაჲთა მკუდართა ზედა და ცხოელთა უფლებდეს“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესმა რაჲ ესე ერსა მას, დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ მისი“ (22,33).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ესეცა, თუ: „დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ მისი“, არა თუ სადუკეველთათჳს თქუა. ნუ იყოფინ! არამედ იგინი იძლინეს და სირცხჳლეულნი წარვიდეს, ხოლო ერმან მან მარტივმან, რომელნი...

სრულად ნახვა