მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 14:6

5. რომელიმე იმარხავნ დღე-გამოღებით და რომელიმე იმარხავნ ყოველსა დღესა; კაცად-კაცადი თჳსითა გონებითა გულ-სავსე იყავნ.6. რომელი-იგი ზრახვიდეს დღესა მას, უფლისად ზრახავს; და რომელი არა ზრახვიდეს დღესა მას, უფლისადვე არა ზრახავს; და რომელი ჭამს, უფლისად ჭამს, რამეთუ ჰმადლობს ღმერთსა; და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა ჭამს, და ჰმადლობს ღმერთსა.7. რამეთუ არავინ ჩუენგანი თავით თჳსით ცოცხალ არს, და არავინ თავით თჳსით მოკუდების;
ჰრომაელთა მიმართ თავი 14
6. რომელი-იგი ზრახვიდეს დღესა მას, უფლისად ზრახავს; და რომელი არა ზრახვიდეს დღესა მას, უფლისადვე არა ზრახავს; და რომელი ჭამს, უფლისად ჭამს, რამეთუ ჰმადლობს ღმერთსა; და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა ჭამს, და ჰმადლობს ღმერთსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 10. „და შექმნა ღმერთმან კაცი, მიწისაგან მიწისა" (დაბ 1:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. სათნოების მრავალი გზა:

...ჩვენგან გაგონილი გადაეცით და აჩვენეთ, რომ ამ სწავლებათა მოსმენის უღირსი არ არის ის, ვინც ზომიერად ჭამს და სვამს, არამედ უზრუნველი და სიამოვნებებს მიცემული ადამიანი. მოციქულის სიტყვებიც შეახსენეთ: „რომელი ჭამს, უფლისად ჭამს, რამეთუ ჰმადლობს ღმერთსა; და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა ჭამს, და ჰმადლობს ღმერთსა" (). ამრიგად, მარხულიც ღმერთს მადლობს იმისთვის, რომ მარხვის შრომის ატანის ძალა ჰქონდა; ჭამელიც ღმერთს მადლობს, რადგან ეს არაფრით ავნებს მისი სულის ცხონებას, ოღონდ ისურვოს. კაცთმოყვარემ ღმერთმა უთვალავი გზა გაგვიხსნა, რომლებითაც, თუ ვინებებთ, უდიდეს კადნიერებას (ღვთის წინაშე) მივაღწევთ. ყოველივე ამის შესახებ საკმაოდ ვისაუბრეთ არმოსულთა გულისთვის: სირცხვილის საბაბი წავართვით და ვაჩვენეთ, რომ ამისა არ უნდა რცხვენოდეთ, რადგან სირცხვილს არა ჭამა, არამედ ბოროტის ქმნა მოგვაყენებს. დიდი სირცხვილი — ესაა ცოდვა! თუ მას ჩავიდენთ, მაშინ გვმართებს არა მხოლოდ შერცხვენა, არამედ პირის დაფარვა და უბედურთ უნდა ვუწოდოთ საკუთარ თავს, როგორც შეცოდებულთ. უფრო სწორად — მაშინაც არ უნდა სასოწარვეთქმა, არამედ სინანულისა და გამოსწორებისკენ ვისწრაფოთ. ჩვენი მეუფე ასეთია, რომ თუ უზრუნველობით ცოდვას ჩავიდენთ, სხვას არაფერს ითხოვს ჩვენგან, გარდა იმისა, რომ შეცო...

სრულად ნახვა