...ი სამშობლოსაგან გაუცხოებულს, თან წაიყვანე, ანუ ზეცაში მასთან ერთად შენც ადი და ისიც შეიყვანე, რათა სხვათათვის მქადაგებელი თვითონ არ დარჩე უღირსად; უკეთუ ვინმემ უხრწნელი სამოსელი განიძარცვა, რომელიც ნათლისღებით ებოძა და გაშიშვლდა, შემოსე და უძლური იგი სარწმუნოებითა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, შეიწყნარე (). საპყრობილეში ამ ბნელ სხეულსა შინა, ჩამწყვდეული ინახულე და ვითარცა რაღაც ნათელი, შეგონება მიუძღვენი. ყველა ეს სახე სიყვარულისა ხორციელად, უმეტესად კი, სულიერად აღასრულე; რადგანაც ჩვენ ორი ნაწილისაგან - სულისა და სხეულისაგან შევდგებით, საქმეთა აღსრულებაც ორგვარადაა შესაძლებელი.
ჰრომაელთა მიმართ 14:1
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...არ უნდა გაიკითხოს მოყვასი მხოლოდ ცარიელი ბრალდების საფუძველზე. ამიტომაც შემდგომ ნეტარი მოსეც, სულიწმინდით შთაგონებული, შეაგონებდა, როცა ამბობდა: „არა შეიწყნარით სასმენელი ამაო" (). და ნეტარი პავლეც ეპისტოლეში ღაღადებდა: „ხოლო შენ რაჲსა განიკითხავ ძმასა შენსა" ()? და ქრისტეც, მოწაფეებს მცნებებს რომ აძლევდა და იუდეველ ხალხს, მწიგნობრებსა და ფარისეველებს ასწავლიდა, ამბობდა: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ" (). რისთვის, ამბობს, დროის წინ იტაცებ მოსამართლის ღირსებას? რისთვის ასწრებ იმ მომავალ საშინელ დღეს? მოსამართლე გინდა იყო? საკუთარ თავსა და საკუთარ ცოდვებზე იყავი მოსამართლე. ამაში არავინ გიშლის ხელს — და, ამასთანავე, საკუთარ ცოდვებსაც გამოასწორებ და ზიანსაც არ მიიღებ. ხოლო თუ საკუთარ თავს ივიწყებ და სხვების მოსამართლედ ზიხარ, შეუმჩნევლად მხოლოდ უფრო მეტ ცოდვათა ტვირთს აგროვებ საკუთარ თავზე. ჩვენც, გევედრებით, ყოველმხრივ ავარიდოთ თავი მოყვასთა განკითხვას. თუმცა სასამართლო ხელმწიფებაც არ გაქვს და მხოლოდ ფიქრით გაიკითხავ, მაინც ცოდვის თანამონაწილე ხდები, როცა, არანაირი მტკიცებულების გარეშე, ხშირად მხოლოდ ეჭვითა და ცარიელი ცილისწამებით...
...ებასა მტანჯველობისასა, რაჲთა აქავე ტანჯვითა საუკუნოდ ტანჯვისაგან გჳჴსნნეს.
მოციქულისაჲ: რამეთუ დაღაცათუ ჯუარს-ეცუა უძლურებით (13,4).
თარგმანი: უძლურება ეწოდების სნეულებასა ჴორცთასა. და კუალად, უძლურება ითქუმის მცირედმორწმუნეობაჲ, რომლისათჳს გუამცნებს მოციქული, ვითარმედ: "უძლური იგი სარწმუნოებითა შეიწყნარეთ" (). და კუალად, უძლურება ეწოდების შემთხუევასა განსაცდელთასა, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: "ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ-იქმნების, და "ამისთჳს სათნო-მიჩნს უძლურებათა შინა". და თჳთვე თარგმნის: ესე იგი არს გინებათა შინა, დევნულებათა და ჭირთა, ვინაჲცა ამათ სამთა სახეთაგან უძლურებისათა მესამითა ამით უძლურებითა ჯუარს-ეცუა უფალი ჩუენი, რამეთუ თავს-იდვა განცემაჲ, გინებაჲ, ბასრობაჲ და ყუედრებაჲ. გინათუ ესრეთცა ვთქუათ, ვითარმედ: ვითარ-იგი სხუასა ადგილსა იჭჳსა მისებრ წარმართთაჲსა სულელად ღმრთისა უწოდა ჯუარსა და უძლურად ღმრთისა. ეგრეთვე აქა, იჭჳსაებრ ურწმუნოთაჲსა, იტყჳს უძლურებით ჯუარცუმასა მისსა, რომელმან-იგი ძლიერებითა ჯუარცუმისაჲთა მოაოჴრა სიკუდილი და ჯოჯოხეთი.
მოციქულისაჲ: არამედ ცხოველ არს ძალითა ღმრთისაჲთა (13,4).
თარგმანი: გესმეს რაჲ ძალი ღმრთისაჲ განმაცხოველებელად ჴორცთა მხოლოდშობილისა ძისათა, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ თჳთ იგი თავა...