...ბათ. ამიტომ იქ ბევრი უკმაყოფილებაა ვალის გადახდისას, აქ კი ორივე მხარისთვის დიდი სარგებელია — გადამხდელისთვისაც და მიმღებისთვისაც. ზუსტად ამას გვაუწყებს ნეტარი პავლე სიყვარულის შესახებაც, როცა ამბობს: „ნურაჲმცა ვისი თანა-გაც, გარნა ურთიერთას სიყუარული, რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თჳსი, მან შჯული აღასრულა" (), — აჩვენებს რა, რომ ეს ვალი, თუმცა მუდამ იხდება, არასდროს წყდება. თუმცა, თქვენც არ უნდა იყოთ დაუდევარნი, როცა ვალის მისაღებად ემზადებით, რადგან თქვენი გულმოდგინება ჩვენ, გადამხდელთ, უფრო მდიდრებს გაგვხდის, და თქვენც მეტ სარგებელს მოგიტანთ.
ასე რომ, თუ ამ ვალის თვისება ისეთია, რომ რაც მეტს ვიხდით, მით მეტად ვამრავლებთ საკუთარ სიმდიდრეს, აი, ბოლოს ვაჩვენებთ, რაშია ჩვენი ვალი, რათა თქვენც მეტი გულმოდგინებით მიიღოთ ჩვენი სიტყვები და, ჩვენი მზადყოფნის დაფასებით, ყურადღებიანი მოსმენით დაგვაჯილდოოთ. მაშ, რაშია ვალი? თქვენ იცით და გახსოვთ, რომ პატრიარქის ცხოვრებიდან შემდეგი გარემოებანი გადმოვეცით: მისი მოგზაურობა ეგვიპტეში შიმშილის გამო, სარრას გატაცება ფარაონის მიერ, და ღვთის რისხვა, რომელიც მან, მართლისთვის მზრუნველმა, როგორც თავად ფარაონს, ისე მთელ მის სახლს აჩვენა, რითაც პატრიარქს ეგვიპტიდან დიდებით სავსე დაბრუნება უზრუნველყო: **...