...ოონ სიტყუაჲ თქუმად, თუ: კაცთა მორჩილებად გჳბრძანება? ამისთჳს დაურთო: „და ღმრთისაჲ ღმერთსაო“. რამეთუ ჯერ-არს კაცთადა მიცემაჲ მათისა მის წესისაჲ, და ღმრთისა მიცემად, რაჲ-იგი თანანადებ არს ღმრთისა მიმართ, ვითარცა პავლე იტყჳს: „მისცემდით ყოველთა თანანადებსაო: სახარკოსა - ხარკი, საზუერესა - ზუერი, საშინელსა - შიში“.
ხოლო შენ, კაცო, ოდეს გესმას, თუ: „მიეცით კეისრისაჲ კეისარსა“, უწყოდე, ვითარმედ მათ საქმეთა იტყჳს მიცემად კეისრისა, რომელნი ღმრთისმსახურებასა არა ავნებენ, ვითარ არს ხარკი ანუ ზუერი, გინა თუ ესევითარი რაჲმე. ესე არიან კეისრისანი. ხოლო უკუეთუ ესევითარსა რასმე ეძიებდეს კეისარი (რომელ არს მეფე), რომელ სულისა სავნებელ იყოს და ღმრთისაგან განმყოფელ, არა ჯერ-არს მორჩილებაჲ. უკუეთუ ესევი-თარსა რასმე ზედა ვჰმორჩილობდეთ, არა კეისრისაჲ არს იგი საქმე, არამედ ეშმაკისა ხარკი არს და ზუერი ესევითარი იგი.
ესმა რაჲ ესე უკეთურთა მათ, და დაეყვნეს პირნი მათნი, დაუკჳრდა მიუთხრობელი იგი სიბრძნე, ხოლო არავე ჰრწმენა, არცა შეიგონეს, ხედვიდეს რაჲ სასწაულთა მათ ღმრთეებისათა, ვითარ დაფარულსა გულისა მათისასა გამოუცხადებდა. არამედ შეპყრობილნი ურწმუნოებითავე და ჰურიებრითა უკეთურებითა განეშორნეს, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „დაუტევეს იგი და წარვიდეს“....