მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 13:14

13. და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ჴდომითა და შურითა,14. არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 13
14. არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 10. „და შექმნა ღმერთმან კაცი, მიწისაგან მიწისა" (დაბ 1:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ადამიანის შექმნის საიდუმლო (1:27-28):

...ი უფსკრულში მიექანება, თავის გონებას ახრჩობს და ბოლოს, როგორც ცოცხალი მკვდარი, წევს — ხშირად ბოროტი ჯერ კიდევ შეუძლია, მაგრამ სიკეთისთვის მკვდრებზე მეტი არაფრის გაკეთება შეუძლია.

3. ადამიანის შექმნის საიდუმლო (1:27-28)

ამიტომ გევედრებით, ნეტარი პავლეს მსგავსად: „ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ" (); განმტკიცდით და გაამრავლეთ მოშურნეობა და მზრუნველობა სულიერ საქმეთა აღსრულებისათვის. ყოველივე ამაზე ძმებთან ისაუბრეთ და დაარწმუნეთ ისინი, რომ ამ სულიერ საზრდოს ნურასოდეს მოიკვეთენ; დაე, სადილის შემდეგაც მოდიოდნენ აქ სრული მოშურნეობით, რათა, აქ შეგონების მიღებით, მტკიცედ დაუდგნენ ეშმაკის მზაკვრობებს წინ. ახლა კი ჩვეულ ტრაპეზს შემოგთავაზებთ: საყვარელნო, მოსმენის მოშურნეობისთვის დაგაჯილდოებთ და ვალსაც გადავიხდით, რომელიც გვმართებს. თქვენ, რასაკვირველია, იცით და გახსოვთ, რომ ადამიანის შექმნაზე საუბარი რომ დავიწყეთ, დროის სიმცირის გამო მთელ საკითხავს ვერ განვიხილეთ, არამედ სწავლება მხეცებზე მსჯელობით დავასრულეთ, სადაც ვაჩვენეთ, რომ ადამიანს თავიდან მათზე ხელმწიფება ჰქონდა, მაგრამ ურჩობის ცოდვის გამო ის დაკარგა. ამიტომ დღეს გვინდა, რომ დანარჩენიც გაცნობოთ და ასე გაგიშვათ აქედან. ხოლო, რათა ჩვენი სიტყვა თქვენთვის ნათელი იყოს, უნდა შე...

სრულად ნახვა