მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 13:1

1. ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან.2. ამიერითგან რომელი ადგებოდის ჴელმწიფებასა, ღმრთისა ბრძანებასა ადგების. ხოლო რომელნი-იგი ადგებოდიან, თავისა თჳსისა საშჯელი მიიღონ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 13
1. ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 10. „და შექმნა ღმერთმან კაცი, მიწისაგან მიწისა" (დაბ 1:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ადამიანის შექმნის საიდუმლო (1:27-28):

...ი უფსკრულში მიექანება, თავის გონებას ახრჩობს და ბოლოს, როგორც ცოცხალი მკვდარი, წევს — ხშირად ბოროტი ჯერ კიდევ შეუძლია, მაგრამ სიკეთისთვის მკვდრებზე მეტი არაფრის გაკეთება შეუძლია.

3. ადამიანის შექმნის საიდუმლო (1:27-28)

ამიტომ გევედრებით, ნეტარი პავლეს მსგავსად: „ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ" (); განმტკიცდით და გაამრავლეთ მოშურნეობა და მზრუნველობა სულიერ საქმეთა აღსრულებისათვის. ყოველივე ამაზე ძმებთან ისაუბრეთ და დაარწმუნეთ ისინი, რომ ამ სულიერ საზრდოს ნურასოდეს მოიკვეთენ; დაე, სადილის შემდეგაც მოდიოდნენ აქ სრული მოშურნეობით, რათა, აქ შეგონების მიღებით, მტკიცედ დაუდგნენ ეშმაკის მზაკვრობებს წინ. ახლა კი ჩვეულ ტრაპეზს შემოგთავაზებთ: საყვარელნო, მოსმენის მოშურნეობისთვის დაგაჯილდოებთ და ვალსაც გადავიხდით, რომელიც გვმართებს. თქვენ, რასაკვირველია, იცით და გახსოვთ, რომ ადამიანის შექმნაზე საუბარი რომ დავიწყეთ, დროის სიმცირის გამო მთელ საკითხავს ვერ განვიხილეთ, არამედ სწავლება მხეცებზე მსჯელობით დავასრულეთ, სადაც ვაჩვენეთ, რომ ადამიანს თავიდან მათზე ხელმწიფება ჰქონდა, მაგრამ ურჩობის ცოდვის გამო ის დაკარგა. ამიტომ დღეს გვინდა, რომ დანარჩენიც გაცნობოთ და ასე გაგიშვათ აქედან. ხოლო, რათა ჩვენი სიტყვა თქვენთვის ნათელი იყოს, უნდა შე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურ-თიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“ (15,12).:

...(მათ. 22,40) და ოდესმე იტყჳს: „ვითარ გნებავს თქუენ, რაჲთა გიყოფდენ კაცნი, თქუენცა ჰყოფდით მათა მიმართ, რამეთუ ესე არს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი“; ; და: „აღსრულებაჲ შჯულისაჲ სიყუარული არს“, რომელსა აქაცა მოასწავებს. რამეთუ უკუეთუ დადგრომაჲ სიხარულისაჲ სიყუარულისაგან არს, ხოლო სიყუარული დამარხვისაგან მცნებათაჲსა იქმნების, ხოლო მცნებაჲ იგი არს, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ დადგრომაჲ ღმრთისა თანა ურთიერთას სიყუარულისაგან იქმნების. ხოლო არა ესრეთ ლიტონი სიყუარული თქუა, არამედ სახჱცა მისი გამოაჩინა, რამე-თუ იტყჳს, ვითარმედ: „ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ“. კუალად გამოა-ჩინებს, ვითარმედ არა სიძულილისაჲ არს წარსლვაჲ მისი მათგან, არამედ სიყუარულისაჲ. და უფროჲსად უჴმდა განკჳრვებაჲ ამისთჳს, რამეთუ „თქუენთჳს სულსა ჩემსა დავსდებო“, ; (15,13) არამედ ესრეთ არასადა თქუა ესე, ვითარ ამას ადგილსა. გარნა ზემორე იტყოდა მწყემსისა მისთჳს კეთილისა, ხოლო აქა ასწავებს მათ სიყუარულსა და უჩუენებს სიდიდესა მისსა და თავსა თჳსსაცა გულისხმა-უყოფს მათ, თუ ვინ არს. ხოლო რაჲსა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიდრემდე სოფელსა შინა ვიყო, ნათელი ვარ სოფლისაჲ“ (9,5).:

...დ“ სახელ-სდებს ამას ცხორებასა და მას - „დღედ“, და ქრისტე - ამას „დღედ“ და მას „ღამედ“? არამედ არა თუ პავლე ქრისტეს წინააღუდგების, - ნუ იყოფინ! - არამედ ეგრეთვე იტყჳს იგიცა, ვითარცა უფალი; დაღაცათუ სიტყუანი არა ერთ არიან, არამედ ძალი ერთ არს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ღამჱ წარვალს, ხოლო დღჱ მოახლებულ არს“. და „ღამედ“ უწესს ამას ცხორებასა მათთჳს, რომელნი ურწმუნოებასა შინა არიან და ბოროტსა, გინა თუ შემსგავსებითა მას დღესა; ხოლო ქრისტე „ღამედ“ იტყჳს მას საუკუნესა ამის პირისათჳს, რამეთუ საქმჱ მაშინ არარაჲ იქმნების, არცა ცოდვაჲ, არცა სათნოებაჲ, ხოლო ამას ცხორებასა უწოდა „დღედ“, რამეთუ უკუეთუ ვის ენებოს, ძალ-უც ქმნაჲ კეთილისაჲ; და პავლე „ღამედ“ უწოდა ამას ცხორებასა, რამეთუ ბნელსა შინა არიან, რომელნი უკეთურებით და ურწმუნოებით იქცევიან მას შინა.

სწავლაჲ ნვ მოწყალებისათჳს

მორწმუნეთა უკუე ასწავებდა იგი და იტყოდა, ვითარმედ: „ღამე წარვალს, და დღე მოახლებულ არს“, ვითარმცა ეგულებოდა მათ დიდებისა მის მოღებად და ნათლისა საუკუნოჲსა. და „ღამედ“ ძუელსა მას კაცსა სახელ-სდებს და ძუელსა მას ცხორებასა, რამეთუ იტყჳს: „აღვიძუარცნეთ საქმენი ბნელისანი“. ჰხედავა, რამეთუ ბოროტთა საქმეთა ქმნასა უწესს „ღამ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ე ვითარმედ ცოდვაჲ ბნელ არს, და საუკუნოჲსა საშჯელისათჳს:

...ვლე ბრძანებს, რამეთუ რომელი მღჳძარე იყოს და ფრთხილ, დაღაცათუ შეპყრობილ იქმნეს ცოდვისა მიერ, არამედ არა სრულიად დაეცეს, ხოლო მძინარე და განცოფებული ვერ გულისხმა-ჰყოფს, ვითარ შეპყრობილ არნ მის მიერ. ნუმცა უკუე გუძინავს, რამეთუ არა ღამისაჲ არს ჟამი ესე, არამედ დღისაჲ, და „ვითარცა დღისი, ხატად შუენიერად ვიდოდით“. რამეთუ არარაჲ არს უუშუერჱს ცოდვისა. გულისხმა-ყავ ნუ სულიერსა ოდენ, არამედ ჴორციელიცა, ვითარ რაჟამს-იგი ცოდვასა რასმე ზედა შეპყრობილი მიიყვანებინ საშჯელად წინაშე მთავართასა, ვითარ უშუერ არნ და სირცხჳლეულ, და ცრუდ ფიცავნ და ტყუვინ, და უშუერ არნ.

ხოლო ჩუენ სამოსლისა გარემოქცევით შთაცუმაჲ სირცხჳლ-გჳჩნნ, და უკუეთუ სხუაჲცა ვნახოთ ესრეთ, ვსძაგებთ, ვითარცა უგუნურსა, და ცოდვასა ზედა ყოფასა შინა არა სირცხჳლეულ ვართ. მითხარღა, რაჲ არს უსაძაგელჱს მამაკაცისა მეძვისადა დედაკაცისა მიმართ შესლვასა, ანუ რაჲ არს უსაკიცხელჱს მოშურნისა და ძჳრისმეტყუელისა? ხოლო რაჲ არს ესე საქმჱ, რომელ შიშულად სლვაჲ სარცხჳნელად გუაქუს, ვიდრეღა ესევითარნი საქმენი? რამეთუ შიშულობასა არავინ სადა იქმს ნებსით. ყოველი, რომელი არანებსით იყოს, არა ესრეთ სირცხჳლ არს. ხოლო ცოდვასა ყოველი კაცი, რომელიცა იქმოდის, ნებსით იქმს, რომელი-იგი უძჳრჱს არს და უსაძაგელჱს. და უკუეთუმცა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ი სინანულისათჳს ცოდვათაჲსა და ლოცვისათჳს:

...აცათუმცა შორს იყო, არავე ჯერ-არს უდებებაჲ, რამეთუ კაცად-კაცადისა აღსასრული კართა ზედა არს. და რომელი-იგი წარვიდეს ამიერ სოფლით, მის ზედა მოწევნულ არს ჟამი სასჯელისაჲ. ხოლო რაჲთა სცნათ, ვითარმედ არა შორს არს დიდისა მისცა სასჯელისა ჟამი, ისმინე, რასა პავლე ღაღადებს: „ღამე იგი განგუეშორა, და ნათელი შემოგუეახლა“; და კუალად იტყჳს: „მცირედღა, წუთერთ, მომავალი იგი მოვიდეს და არა ყოვნოს“. რამეთუ სასწაულნიცა აღსრულებულ არიან მოახლებისა მის დღისანი, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა, და მაშინ მოიწიოს აღსასრული“. გულისჴმა-ყავთ კეთილად თქუმული ესე. არა თქუა, თუ: ოდეს ჰრწმენეს ყოველთა კაცთა, არამედ: ოდეს იქადაგოსო ყოველთა მიმართ; და ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „საწამებელად წარმართთა“, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ არა თუ მოელის, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს და ესრეთ მოვიდეს; რამეთუ სიტყუაჲ იგი, თუ: „საწამებელად წარმართთა“, ამას მოასწავებს, ვითარმედ შემასმენელად, სამხილებელად და დასასჯელად მა-თა, რომელთაცა არა ჰრწმენა.

ხოლო ჩუენ ესე ყოველი გუესმის, გუძინავს და სიზმართა ვხედავთ, ვითარ...

სრულად ნახვა