მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 10:18

17. აწ უკუე სარწმუნოებაჲ სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაჲ - სიტყჳთა ღმრთისაჲთა.18. არამედ ვთქუა: ნუუკუე არა ესმაა? არამედ იტყჳს, ვითარმედ: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი, და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მათნი.19. არამედ ვიტყჳ: ნუუკუე ისრაჱლმან არა ცნაა? პირველად მოსე იტყჳს: მე გაშურვო თქუენ არა ნათესავსა მას ზედა და ნათესავითა მით უგულისჴმოჲთა განგარისხნე თქუენ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 10
18. არამედ ვთქუა: ნუუკუე არა ესმაა? არამედ იტყჳს, ვითარმედ: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი, და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მათნი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა. და მაშინ მოიწიოს აღსასრული“ (24,14).:

...იტყჳს, ვითარმედ პირველად იქადაგოსო სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, და მაშინ მოიწიოს იერუსალჱმისა აღსასრული. ხოლო რაჲთა სცნა, ვითარმედ პირველ მოოჴრებისა იერუსალჱმისა იქადაგა სახარებაჲ ყოველსა სოფელსა, ისმინე, ვითარ იტყჳს ნეტარი პავლე: „ყოველსა ქუეყანასა განჴდაო ჴმაჲ მათი, და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მათნი“. ; და კუალად იტყჳს: „სახარებაჲ იგი, რომელი იქადაგა ყოველსა სოფელსა, რომელ არს ცასა ქუეშე“. და საცნაურ არს იგი, ვითარ იერუსალჱმითგან ვიდრე ილირიკედმდე და ვიდრე სპანიადმდე რბიოდა. ხოლო ვინათგან ერთმან ესოდენი ნაწილი სოფლისაჲ მოვლო, გულისჴმა-ყავ, თუ სხუათა მოციქულთა თითოეულმან რავდენნი ქუეყანანი მოვლნეს და ქადაგებდეს სახარებასა. ხოლო რაჲ არს ესე, თუ: „საწამებელად ყოველთა წარმართთა“? ესე იგი არს, სამხილებელად და საყუედრებელად და შემწამებელად წარმართთა მათ, რომელთა არა ჰრწმენა. რამეთუ იქადაგა სახარებაჲ ყოველსა სოფელსა, არამედ არა ჰრწმენა ყოველთა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: საწამებელად და სამხილებელად ურწმუნოთა მათ წარმართთა, რამეთუ რომელთა ჰრწმენა, იგინი შესწამებდენ ურწმუნოთა და დასჯიდენ მათ. ხოლო ამისთჳს პირველად იქადაგა სახარებაჲ...

სრულად ნახვა