მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 10:15

14. ვითარ უკუე ხადონ, რომლისა მიმართ არა ჰრწმენა? ანუ ვითარ-მე ჰრწმენეს, რომლისაჲ არა ისმინეს? ანუ ვითარ-მე ისმინონ თჳნიერ ქადაგებისა?15. ანუ ვითარ-მე ქადაგებდენ, არა თუ წარივლინნენ? ვითარცა წერილ არს: ვითარ შუენიერ არიან ფერჴნი მახარებელთა მათ მშჳდობია!16. არამედ არა ყოველთა ისმინეს სახარებისაჲ მის, რამეთუ ესაია იტყჳს: უფალო, ვის-მე ჰრწმენა სასმენელი ჩუენი?
ჰრომაელთა მიმართ თავი 10
15. ანუ ვითარ-მე ქადაგებდენ, არა თუ წარივლინნენ? ვითარცა წერილ არს: ვითარ შუენიერ არიან ფერჴნი მახარებელთა მათ მშჳდობია!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ა
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
წმიდისა იოვანესთჳს, მახარებელისა და ღმრთისმეტყუელისა:

...გილსა, რომელნი იმღერდიან ფერჴითა, შემკულნი სამოსლითა ოქროჲსაჲთა; არამედ ესე ნეტარი შემოვალს ჩუენ შორის შემოსილი სამოსლითა, რომლისა შუენიერებაჲ თუალთშეუდგამ არს, რამეთუ ქრისტე ჰმოსიეს, და ფერჴნი შემოსილნი განმზადებულებითა სახარებისა მის მშჳდობისაჲთა, და სარტყელი ჰმოსიეს არა ტყავისა მეწამულისაჲ, ცურვებული ოქროჲთა, არამედ მოქსოვილი ჭეშმარიტებითა და მორტყმული წელთა მისთა სიწმიდითა.

ესრეთ შემოვალს იგი ჩუენებად ჩუენდა თავსა თჳსსა არა ორგულებით ანუ ზაკუვით, - რამეთუ არარაჲ არს ამათგანი მის თანა, - არამედ განცხადებულითა სახითა განცხადებულსა ჭეშმარიტებასა მოგჳთხრობს; არა ესრეთ, რაჲთამცა სხუაჲ იყო და სხუად გუეჩუენებოდა სიტყჳთა და სახითა და ჴმითა, არცა ორღანოჲ უჴმს საგალობელად გალობისა მისისა, ათძალი ანუ ორძალი, არამედ ყოველსავე ენითა იქმს, რომლისა ჴმაჲ უტკბილეს არს ყოველსა ათძალსა და ორძალსა.

ხოლო არს ადგილი გალობისა მისისაჲ ცაჲ ყოველივე, და სახილველ - სოფელი, და მხილველ და მსმენელ მისა - ყოველნივე ანგელოზნი და კაცნი, რომელნიცა ანგელოზ არიან ანუ ანგელოზ-ყოფად სურის. რამე-თუ ესევითართა ოდენ ძალ-უც კეთილად სმენად მისა და საქმით ქმნაჲ; რამეთუ ესევითარი ჯერ-არს, რაჲთა იყოს მსმენელ მის...

სრულად ნახვა