თარგმანი: ჰხედავა, რამეთუ არა უმეცრებით იყო ცთომაჲ იგი მათი, არამედ ნებსით? რამეთუ მათ თჳთ ნებსით არა ინებესო მეცნიერებით თაყუანისცემაჲ ღმრთისაჲ.
ჰრომაელთა მიმართ 1:28
თარგმანი: ჰხედავა, ვითარ მეცნიერებით იყო ცთომაჲ იგი მათი და არა უმეცრებით, არამედ ნებსით განეშორებოდეს წყალობათა ღმრთისათა, და მისგან რაჲ განეშორებოდეს, ყოველთა კეთილთა მიზეზისაგან სამართლად ყოვლითა ბოროტითა აღვსებულ იქმნნეს, რამეთუ გარე-მიქცევაჲ ღმრთისაჲ შემოიყვანებს კაცისა შორის გონებასა გამოუცდელსა, რომელ არს ბრძოლაჲ არაწმიდათა ეშმაკთაჲ. და ესევითარსა მას გარე-მიქცევასა ღმრთისასა მიცემად ჩუეულ არიან სახელის-დებად წმიდანი წერილნი. ხოლო ბოროტთა მათთჳს ერთბამად წოდებითა და კუალად თჳსაგან თჳსად-თჳსად სახელის-[დებითა... ...] [ვითარმედ: აღსავსენი ყოვლითა სიცრუვითა, თჳს-თჳს, ვითარ-იგი შემდგომითი-შემდგომად წარმოუთქუამს სახელი მათი].
სხუაჲ თარგმანი გენადისი: ერთითა მით სახელითა სიცრუვისაჲთა ზოგად ყოველსა შეცოდებასა სახელ-სდვა, და ეგრეთღა იწყო შემდგომითი-შემდგომად აღრიცხუვად თითოეულისა:
უკეთურებად უწოდს მზაკუვარებით ვისთჳსმე შემზადებულსა საფრჴესა. ხოლო ანგაჰრებად — სამარადისოსა გულისთქუმასა უმეტესისა შეკრებისასა. ხოლო ბოროტებად —...
...ც წინასწარმეტყველები იყვნენ, თუნდაც მრჩევლები, თუნდაც ძლიერნი, მაგრამ არავინ იყოს, ვინც მოუსმენს, ყოველივე ფუჭი და ამაო იქნება. მე კი მგონია, რომ აქ სიტყვა „მოვაცილებ“ ნიშნავს: „მივუშვებ“ და „მივატოვებ“, როგორც პავლე ამბობს: „მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა“ (); ამით იმას კი არ აჩვენებს, თითქოს ღმერთმა ისინი უგუნურებაში ჩააგდო, არამედ იმას, რომ მიუშვა და დატოვა ისინი, რადგან უგუნურები იყვნენ.
„და დავადგინნე ჭაბუკნი მთავრად მათდა“ (). ეს უმთავრობაზე უარესია და ბევრად უფრო მძიმე. რადგან ვისაც მმართველი არა ჰყავს, მხოლოდ წინამძღოლისაგან არის მოკლებული; ხოლო ვისაც ბოროტი მმართველი ჰყავს, მას ისეთი კაცი ჰყავს, ვინც უფსკრულებში აგდებს. ხოლო „ჭაბუკები“ აქ იმიტომ კი არ თქვა, რომ უბრალოდ ასაკს აძაგებს, არამედ გავრცელებული შემთხვევიდან გამომდინარე მათ უგუნურებას აჩვენებს. რადგან შესაძლებელია, ახალგაზრდებიც გონიერნი იყვნენ და მოხუცებულებიც უგუნურებაში ცხოვრობდნენ; მაგრამ რადგან ეს იშვიათად ხდება ხოლმე...
...3:6) რაჲ ითქუას, ზოგად ყოველთა კაცთა ღმერთ არს და არა მათდა ოდენ. ეგრეთვე "ღმერთი ამის საუკუნოჲსაჲ" იგივე არს ღმერთ მერმისაცა საუკუნოჲსა. ხოლო დაბრმობაჲ რაჲ გესმას, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ მიშუებასა მისსა მისდა — საქმედ სახელ-ედების, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა თქუმულ არს: "მისცნა იგინი გამოუცდელსა გონებასა" (), რამეთუ ვინაჲთგან იძულებით არავის მოიყვანებს, არამედ ყოველთავე ნებსით ეძიებს, ამისთჳსცა, რომელთა არა უნდეს მოსლვაჲ გინა ხედვაჲ მისი, მათ მიუშუებს ქმნად თჳთმფლობელობით, და მიშუებასა მას და დატევებასა მისსა უნებლიეთ შეუდგს სიბრმე და წარწყმედაჲ, რამეთუ ყოველი ნათლისაგან დაკლებული ბნელ არს. ხოლო ვინაჲთგან უიძულებელ არიან მადლნი და ჩინებანი მისნი, ამისთჳს არა-მნებებელთა მათ მისთა და არა-მრწმუნებელთა მიშუებაჲ და დატევებაჲ მის მიერად დაბრმობად ითქუმის, დაკლებითა და განყოფითა მისგან.
მოციქულისაჲ: რაჲთა არა გამოუბრწყინდეს მათ ნათელი იგი სახარებისა დიდებისა ქრისტესი (4,4).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რაჲთა არა აღმოუცისკრდეს მათ ნათელი სახარებისა დიდებისა ქრისტესი; რამეთუ სარკითა ხედვასა ამას და ზოგებით მცირედ ცნობასა ცისკარ ეწოდების, დღესა მას თანა მერმისა მის საუკუნოჲსა კეთილთა და გულისჴმის-ყოფათა უსრულესობისასა. ხოლო შენ იხილე...
...ობელ იყვნენ სიტყუათა ღმრთისათა თჳსითა გულისხმის-ყოფითა ცნობად. რამეთუ ფარაოჲსთჳსცა ითქუმის ესრეთ, ვითარმედ: „განვაფიცხო გული მისი“, ; (7,3); (10,1) და ესეცა ჩუეულებაჲ არს წერილისაჲ. და კუალად წერილ არს: „მისცნა იგინი გამოუცდელსა გონებასა“, ესე იგი არს, მიუშუნა, შეუნდო, რამეთუ არა თუ ესრეთ იტყჳს წერილი, ვითარმედ მან მისცნა იგინი, რაჲთამცა ქმნეს ბოროტი უნებლიაჲთ, არამედ რამეთუ ბოროტ იყო გონებაჲ მათი, და უკეთურებისათჳს გულთა მათთაჲსა მიუშუნა და დაუტევნა იგინი. ხოლო ოდეს კაცი ღმრთისა მიერ დატევებულ იქმნას, მიერითგან ეშმაკსა რაჲცა ენებოს, აქმნევს. და ამისთჳს შეაშინებს მსმენელსა და იტყჳს: „განაფიცხა და მისცა“, რამეთუ იგი ნეფსით თჳსით არა თუ ოდენ არა მიგუცემს, არამედ და-ცა-არავე-გჳტეობს; და ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „არა ცოდვანი თქუენნი განგყოფენ ჩემგან?“ და კუალად იტყჳს: „აჰა ესერა რომელთა განიშორნეს თავნი თჳსნი შენგან, იგინი წარწყმდეს“; და ოსე წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ: „დაივიწყე შჯული უფლისა ღმრთისა შენისაჲ, დაგივიწყო მეცა“;...