მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 1:25

24. ამისთჳსცა მისცნა იგინი ღმერთმან გულის თქუმასა გულთა მათთასა არა-წმიდებად და გინებად ჴორცთა მათთა მათ თანა,25. რომელთა-იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუვედ და პატივს-სცემდეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ამინ.26. ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა, რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა-ბუნებად.
ჰრომაელთა მიმართ თავი 1
25. რომელთა-იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუვედ და პატივს-სცემდეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ამინ.
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელთა-იგი ცვალეს (1,25).:

თარგმანი: ჰხედავა? კუალად აქა სიტყუაჲ ესე თუ "ცვალეს", ამისი მომასწავებელი არს, ვითარმედ ნებსით ქმნეს; რამეთუ ცვალებაჲ ყოველი არს, ოდეს ერთი რაჲმე დაუტევოს ვინ, და სხუაჲ აღიღოს.

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელთა-იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუვედ და პატივ-სცემდეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა და არა დამბადებელსა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე, ამინ (1,25).:

თარგმანი: კუალად გარდაცვალებასა იტყჳს ჭეშმარიტებისასა სიცრუედ. ჭეშმარიტება არს სახელი ღმრთისა ყოველთა შემოქმედისაჲ, ხოლო სიცრუედ გარდაცვალებაჲ მისი არს, რაჟამს ჭეშმარიტი იგი სახელი ღმრთეებისა მისისაჲ ცუდ-სახელთა მათ ღმერთთა აჩემოს ვინმე, რომელ არიან კერპნი, და ჴელითქმნულთა მათ ჰმონებდეს ნაცვალად ყოველთა შემოქმედისა. გარნა, დაღაცათუ მან ცვალოს, არამედ იგი უცვალებელადვე ჰგიეს და არს ღმერთი ყოველთაჲ მარადის კურთხეულ უკუნისამდე, რამეთუ არარაჲ თამე განდგომილებითა, არამედ იგი ყოველსავე შინა მოუკლებელად არს და ჰგიეს უკუნისამდე.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ცვალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ ტყუვილად (1,25).:

თარგმანი: ჭეშმარიტებად ღმრთისა იტყჳს აღსრულებასა ჭეშმარიტებისასა და ტყუვილად — მსახურებასა კერპთასა, რამეთუ ჯერ-იყო მათდა ჭეშმარიტისა ღმრთისა თაყუანისცემაჲ, არამედ მათ შეცვალეს ჭეშმარიტი იგი ტყუვილად კერპთმსახურებისა.

საუბარი 6. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ მნათობნი სამყაროსა ზედა ცისასა" (დაბ 1:14)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ელინთა ცთომილება — ქმნილების თაყვანისცემა შემოქმედის ნაცვლად (1:17-18):

...მ ელინთა მოწაფეებმა, ამ სტიქიის წინაშე აღტაცებასა და განცვიფრებაში მოსულებმა, ვეღარ შეძლეს შორს ხილვა და შემოქმედის დიდება, არამედ სტიქიაზე შეჩერდნენ და გააღმერთეს იგი. ამიტომაც ამბობს ნეტარი პავლე: „გარდაცვალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუვედ და პატივს-სცემდეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა" (). რა შეიძლება ამ ადამიანებზე უფრო უგუნური იყოს, ვინც ვერ შეძლეს ქმნილებისგან შემოქმედის შეცნობა და ასეთ ცთომილებაში ჩავარდნენ, რომ ქმნილება და დაბადებული შემოქმედის საფეხურზე აიყვანეს? ამიტომ საღვთო წერილი, რომელიც წინასწარ ხედავს უზრუნველ ადამიანთა ცთომილებისადმი მიდრეკილებას, გვასწავლის, რომ ეს სტიქია სამი დღის შემდეგ შეიქმნა, მას შემდეგ, რაც მიწაზე ყველა თესლი აღმოცენდა და მიწამ თავისი შემკობა მიიღო: ამის შემდეგ ნუ გაბედავს ვინმე თქმას, თითქოს მზის ხელშეწყობის გარეშე მიწის ნაყოფი ვერ მომწიფდეს. ამიტომ (მოსე) გიჩვენებს, რომ ყველაფერი მზის შექმნამდე იყო აღსრულებული; რომ ნაყოფთა მომწიფება არა მას მიაწერო, არამედ ყოვლისა შემოქმედს, რომელმაც თავდაპირველად თქვა: „აღმოამორჩენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ". თუკი იტყვიან, რომ მზის მოქმედებაც ხელს უწყობს ნაყოფთა მომწიფებას, ამას საწინააღმდეგოს არ ვიტყვი. როგორც მიწათმოქმედზე ვამბო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:

...ადის მამისა თანა იყო და ყოველი მას დაუბადებიეს და დაუპყრიეს და ყოველსა იგი განანათლებს, ვინ იყოს ესრეთ დაბნელებული და საწყალობელი, რაჲთამცა თქუა, ვითარმედ უდარეს არს და უკუანაჲსკნელ მამისა? ნუ შეჰრევთ დაბადებულთა დამბადებელსა თანა, რაჲთა არა გუესმეს ჩუენცა, ვითარმედ: „ჰმსახურეს დაბადებულსა და არა დამბადებელსა“.

სწავლაჲ დ ვითარმედ თანაგუაც მადლობაჲ უფლისაჲ მარადის; რისხვისათჳს

ნუმცა უკუნისამდე შთავყრით თავთა ჩუენთა ესევითარსა ამას წყევასა შინა, რამეთუ ამისთჳს მოვიდა ჩუენდა ძე ღმრთისაჲ, რაჲთა ამის წყევისაგან გჳჴსნეს; ამისთჳს შეიმოსა ხატი მონისაჲ, რაჲთა ამის მონებისაგან განგუათავისუფლნეს, ამისთჳს თავს-იდვა ნერწყუვაჲ და ყურიმლის-ცემაჲ და სიკუდილი შეურაცხებისაჲ. ნუმცა უკუე ცუდვჰყოფთ მას ყოველსა, ნუცა კუალად პირველისა უშჯულოებისა მიმართ მივიქცევით, და უფროჲსად უძჳრესისა მიმართ, რამეთუ ესე არს უძჳრეს და უსაშინელეს ყოვლისა და უბოროტეს კერპთმსახურებისაცა, რაჟამს დამბადებელსა მას ყოველთასა დაბადებულთა თანა დავამდაბლებდეთ, რაოდენცა ძალ-გუედვას. რამეთუ მას არა ევნების ჩუენისა მიერ ზრახვისა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შენ თავადი იგივე ხარ, და წელიწადთა შენთა არა მოაკლდეს“. არამედ ჩუენ თ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნე ქებაჲ მონაზონთაჲ, რომელნი მარადის გლოასა შინა არიან და ჴსენებასა საუკუნოჲსა სასჯელისასა:

...მართ: „ნებითა ღმრთისა და მამისაჲთა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.

და მეყსეულად მასვე პირსა იწყო, რომლისათჳს იტყოდა.

და კუალად ჰრომაელთა მიმართ მისწერს: „ჰმსახურესო დაბადებულთა და არა დამბადებელსა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე, ამენ“.

და არა აღასრულა ამას ზედა ებისტოლე იგი, არამედ კუალად იწყო მასვე პირსა.

ამისა მსგავსად ღმრთისმოყუარენიცა იგი იქმან, რამეთუ შეწირონ რაჲ მადლობაჲ იგი და დიდებაჲ წმიდისა სამებისაჲ, კუალად იტყჳან: „დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა, წმიდაო, დიდებაჲ შენდა, მეუფეო, რამეთუ მოგუცენ ჩუენ ჭამადნი საზრდელად და განსამტკიცებელად“; რამეთუ არა დიდთა ხოლო საქმეთათჳს, არამედ მცირეთათჳსცა ჯერ-არს მადლობაჲ. ამისთჳს ნეტარნიცა იგი ჰმადლობენ მოცემისა მის-თჳს ჭამადთაჲსა, რაჲთა არცხჳნონ წვალებასა მას მანიქეველთასა, რომელნი ცხორებასა ამას ბოროტად სახელ-სდებენ. და რაჲთა ფრიადისა მის მარხვისათჳს ვერვინ თქუას, თუ ჭამადნი ღმრთისა მიერ მოცემულნი საძაგელად შეურაცხიან მსგავსად ვიეთმე მწვალებელთა, ამისთჳს მადლობისა ამის მიერ გამოაჩინებენ, ვითარმედ არა სიძაგულითა ღმრთისა მიერ დაბადებულთა ჭამადთაჲთა განყენებულ არიან მათგან, არამედ წესისა მისთჳს მარხვისა. ხოლ...

სრულად ნახვა