მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 1:12

11. რამეთუ მსურის ხილვაჲ თქუენი, რაჲთა მი-რაჲმე-გცე თქუენ მადლი სულიერი დასამტკიცებელად თქუენდა.12. ხოლო არს ესე თანა-ნუგეშინის-ცემა თქუენ შორის ურთიერთარსი იგი სარწმუნოებაჲ თქუენი და ჩემი.13. არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მრავალგზის მინდა მისლვად თქუენდა და დავეყენე მოაქამდე, რაჲთა თქუენ შორისცა ნაყოფი რაჲმე მაქუნდეს, ვითარცა სხუათა მათ შორის თესლთა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 1
12. ხოლო არს ესე თანა-ნუგეშინის-ცემა თქუენ შორის ურთიერთარსი იგი სარწმუნოებაჲ თქუენი და ჩემი.
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: დასამტკიცებელად თქუენდა. ხოლო არს ესე თანა-(1,11-12).:

თარგმანი: ვჰგონებ თუ ვიეთნიმე მათგანნი ვერ ფრიად მტკიცე იყვნეს, არამედ შერყეულ სარწმუნოებითა. ამისთჳს თქუა, ვითარმედ "დასამტკიცებელად თქუენდა", რამეთუ არა მცირედი მადლი არს დამტკიცებაჲ სარწმუნოებასა ზედა.

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო არს ესე თანა-ნუგეშინის-ცემა თქუენ შორის ურთიერთასი იგი სარწმუნოებაჲ ჩემი და თქუენი (1,12).:

თარგმანი: უკუეთუ ნაცვალად "ხოლო არსისა" ესრეთ სთქუა, ვითარმედ: "ესე იგი არს", უცხადეს არს ძალი სიტყჳსაჲ. და რაჲთა ზემოჲთ-რე წარმოვთქუა უსაკუთრესი სიტყუაჲ სამოციქულოჲ:

"მსურის ხილვაჲ თქუენი, რაჲთა გარდმო-რაჲმე-გცე თქუენ მადლი სულიერი, ესე იგი არს, თანანუგეშინისცემულ-ყოფაჲ თქუენ შორის, ურთიერთასითა სარწმუნოებითა თქუენითა და ჩემითა". რამეთუ არა მცირე მადლი არს შეურყეველად დგომაჲ სარწმუნოებასა ზედა. ხოლო განმტკიცებაჲ რაჲ აჴსენა, რაჲთა არა შეაწუხნეს იგინი რეცა შერყეულად სახელდებისათჳს, ამისთჳს დაჰრთო "თანა-ნუგეშინის-ცემულ ყოფაჲ" , რაჲთა .

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის