მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გოდებანი იერემია წინასწარმეტყველისანი 3:28

27. კეთილ არს მამაკაცისა, ოდეს აღიღოს უღელი სიჭაბუკესა შინა მისსა მძიმე.28. იოთ. დაჯდეს მარტოებით და დადუმნეს, რამეთუ აღიღო თავსა ზედა თჳსსა უღელი მძიმე.29. მისცა მიწასა პირი თჳსი, უკეთუ არს სასოება თმენისა.
გოდებანი იერემია წინასწარმეტყველისანი თავი 3
28. იოთ. დაჯდეს მარტოებით და დადუმნეს, რამეთუ აღიღო თავსა ზედა თჳსსა უღელი მძიმე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 4-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
13. ბოროტთაგან განშორება და კეთილებთან ზიარება:

...ფსალმ 25:4). იერემიაც ნეტარად მიიჩნევს იმას, ვინც მარტოობით ზის და სიჭაბუკიდანვე უღელს იტვირთავს: „კეთილ არს მამაკაცისა, ოდეს აღიღოს უღელი სიჭაბუკესა შინა მისსა მძიმე“ (), და „დაჯდეს მარტოებით და დადუმნეს“ (). იგავნიც ვრცლად საუბრობს ამის შესახებ: ყველას შეაგონებს და ამბობს, რომ არა მხოლოდ უნდა განვერიდოთ, არამედ განვხტეთ კიდეც მათგან, ვინც ბოროტ რჩევას გვაძლევს, და მათთან არც დავყოვნდეთ.

რადგან, თუ ბუნებრივი თვისებებიც კი ხშირად იცვლება ჩვენში ცუდი ურთიერთობისგან, მით უმეტეს ხომ შეიცვლება ის, რაც ნებელობას ეკუთვნის? ფერიც ხომ ბუნებით გვაქვს და ჯანმრთელობაც, მაგრამ ხანდახან ესენიც სხვა, საწინააღმდეგო მდგომარეობისგან ზიანდება; ასევე საკვების სურვილიც — ისიც ხშირად დაგვიკარგავს სნეულებათა მავნე ძალისგან; და მრავალი სხვა მსგავსი რამ შეიძლება ვიხილოთ. ხოლო თუ ბუნებისეული რამ იცვლება, გაცილებით მეტად იცვლება ის, რაც ნებელობას ეკუთვნის, რადგან მას საპირისპირო მხარეს გადასვლა უფრო ადვ...

სრულად ნახვა