მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გოდებანი იერემია წინასწარმეტყველისანი 3:27

26. კეთილ არს დათმენაჲ და სასოებაჲ მაცხოვარებისა უფლისაჲ.27. კეთილ არს მამაკაცისა, ოდეს აღიღოს უღელი სიჭაბუკესა შინა მისსა მძიმე.28. იოთ. დაჯდეს მარტოებით და დადუმნეს, რამეთუ აღიღო თავსა ზედა თჳსსა უღელი მძიმე.
გოდებანი იერემია წინასწარმეტყველისანი თავი 3
27. კეთილ არს მამაკაცისა, ოდეს აღიღოს უღელი სიჭაბუკესა შინა მისსა მძიმე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 4-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
13. ბოროტთაგან განშორება და კეთილებთან ზიარება:

...ე კრებულსა თანა ამაოებისასა და უშჯულოთა თანა მე არა შევიდე“** (). იერემიაც ნეტარად მიიჩნევს იმას, ვინც მარტოობით ზის და სიჭაბუკიდანვე უღელს იტვირთავს: „კეთილ არს მამაკაცისა, ოდეს აღიღოს უღელი სიჭაბუკესა შინა მისსა მძიმე“ (), და „დაჯდეს მარტოებით და დადუმნეს“ (). იგავნიც ვრცლად საუბრობს ამის შესახებ: ყველას შეაგონებს და ამბობს, რომ არა მხოლოდ უნდა განვერიდოთ, არამედ განვხტეთ კიდეც მათგან, ვინც ბოროტ რჩევას გვაძლევს, და მათთან არც დავყოვნდეთ.

რადგან, თუ ბუნებრივი თვისებებიც კი ხშირად იცვლება ჩვენში ცუდი ურთიერთობისგან, მით უმეტეს ხომ შეიცვლება ის, რაც ნებელობას ეკუთვნის? ფერიც ხომ ბუნებით გვაქვს და ჯანმრთელობაც, მაგრამ ხანდახან ესენიც სხვა, საწინააღმდეგო მდგომარეობისგან ზიანდება; ასევე საკვების სურვილიც — ისიც ხშირად დაგვიკარგავს სნეულებათა მავნე ძალისგან; და მრავალი სხვა მსგავსი რამ შეიძლება ვიხილოთ. ხოლო თუ ბუნებისეული რამ იცვლება, გაცილებ...

სრულად ნახვა