გოდებანი იერემია წინასწარმეტყველისანი 2:17
16. აინ. აღაღეს შენ ზედა პირი მათი ყოველთა მტერთა შენთა, და ისტჳნეს და დაიღრჭინეს კბილნი მეტყუელთა: შთავნთქათ იგი, გარნა ესე არს დღე, რომელსა მოველოდეთ, ვპოეთ და ვიხილეთ იგი.17. ჳე. ქმნა უფალმან, რომელნი თქუნა და მოიგონნა, აღასრულნა სიტყუანი მისნი, რომელნი ამცნნა დღეთაგან პირველთა, დაამჴუა და არა ჰრიდა, და განიშუა შენ ზედა მტერმან, აღამაღლნა თავნი მაჭირვებელისა შენისანი.18. სადე. ღაღად-ყო გულმან მათმან უფლისა მიმართ, ზღუდემან ასულისა სიონისამან, დამოადინენ, ვითარცა ღუარნი, ცრემლნი დღე და ღამე. ნუ სცემ განფრთხობასა თავსა შენსა, ნუ დადუმდებიედ გუგანი თვალთა შენთანი.
გოდებანი იერემია წინასწარმეტყველისანი თავი 2