გოდებანი იერემია წინასწარმეტყველისანი 1:5
4. დალეთ. გზანი სიონისანი იგლოენ არყოფისაგან მომავალთასა დღესასწაულისათჳს. ყოველნი ბჭენი მისნი უჩინო ქმნულებ, მღდელნი მისნი სულთ-ითქუმენ. ქალწულნი მისნი წარყვანებულან, და თჳთ განმწარებულა მის შორის.5. ჱე. იქმნეს მაჭირვებელნი მისნი თავად. და მტერნი მისნი იეფობენ, რამეთუ უფალმან დაამდაბლა იგი სიმრავლესა ზედა უთნოობათა მისთასა. ჩჩჳლნი მისნი წარვიდეს ტყუეობისა შორის წინაშე პირსა მაჭირვებვლისასა,6. ოავ. და წარვიდა ასულისაგან სიონისა ყოველი შუენიერება მისი იქმნეს მთავარნი მისნი, ვითარცა ვერძნი ვერმპოვნელნი საძოვარსა და ვიდოდეს არაძლებით წინაშე პირსა მდევრისასა.
გოდებანი იერემია წინასწარმეტყველისანი თავი 1