მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 9:7

6. და მათ დღეთა შინა ეძიებდენ კაცნი სიკუდილსა და ვერ პოონ, და სუროდის მოკუდომად და ივლტოდის მათგან სიკუდილი.7. და მსგავსებაჲ იგი მკალთაჲ ესევითარი იყო: მსგავს იყვნეს ცხენთა, განმზადებულთა ბრძოლად. და თავთა ზედა მათთა, ვითარცა გჳრგჳნნი ოქროჲსანი, და პირნი მათნი, ვითარცა პირნი კაცთანი.8. და აქუნდა თმები, ვითარცა თმანი დედათანი; და კბილნი მათნი, ვითარცა ლომთანი იყვნეს.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 9
7. და მსგავსებაჲ იგი მკალთაჲ ესევითარი იყო: მსგავს იყვნეს ცხენთა, განმზადებულთა ბრძოლად. და თავთა ზედა მათთა, ვითარცა გჳრგჳნნი ოქროჲსანი, და პირნი მათნი, ვითარცა პირნი კაცთანი.
წიგნი 9
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვითარცა მეხუთემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და ვიხილე ვარსკულავი, რომელი გარდამოვარდა ზეცით ქუეყანად, და მიეცა მას კლიტჱ ჯურღმულისა მის უფსკრულისაჲ. (2) და აღჴდა კუამლი ჯურღმულისა მისგან, ვითარცა კუამლი ცეცხლისა მოტყინარისაჲ, და დაბნელდა მზჱ და ჰაერი კუამლისა მისგან ჯურღმულისა. (3) და კუამლისა მისგან გამოვიდეს მკალნი ქუეყანად. და მიეცა მათ ჴელმწიფებაჲ, ვითარცა აქუს ჴელმწიფებაჲ ღრიაკალთა ქუეყანისათა. (4) და ითქუა მათდა მიმართ, რაჲთა არა ავნონ თივასა ქუეყანისასა, არცა ყოველსა მწუანვილსა, არცა ხეთა, არამედ კაცთა, რომელთა არა აქუს ბეჭედი ღმრთისაჲ შუბლთა ზედა მათთა. (5) და მიეცა მათ, რაჲთა არა მოკლნენ იგინი, არამედ რაჲთა ტანჯნენ იგინი ხუთ თთუე. და ტანჯვაჲ მათი, ვითარცა ტანჯვაჲ ღრიაკალისაჲ, რაჟამს უცის კაცსა.

თარგმანი. ვარსკულავად გულისჴმა ვჰყოფთ ანგელოზსა, რომელი გარდამოვიდეს განჴსნად ბოროტთა მათ ეშმაკთა, რომელნი უფალმან შეკრნა განკაცებითა თჳსითა, რაჲთა უწინარჱს აღსასრულისა ქმნენ საქმენი მათნი და მიერითგან უკუნისამდე იტანჯებოდინ. ხოლო კუამლი არს ბრძოლათა მათთა სიბნელჱ, რომელთა მიეცემის ჴელმწიფებაჲ ტანჯვად კაცთა....

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის