მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 9:21

20. და სხუათა მათ კაცთა, რომელნი-იგი არა მოიკლნეს ამათ წყლულებათაგან, არა შეინანეს მათ საქმეთაგან ჴელთა მათთაჲსა, რაჲთამცა არა თაყუანის-სცემდეს ეშმაკთა და კერპთა ოქროჲსა და ვეცხლისა და ქვისა და შეშისათა, რომელთა ვერცა ხედვად ძალ-უც, ვერცა სმენად, ვერცა სლვად.21. და არა შეინანეს კაცის-მკლველობათა მათთაგან და არცა მწამლველობათა მათთაგან, არცა სიძვისა მათისაგან, არცა მპარაობათა მათთაგან.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 9
21. და არა შეინანეს კაცის-მკლველობათა მათთაგან და არცა მწამლველობათა მათთაგან, არცა სიძვისა მათისაგან, არცა მპარაობათა მათთაგან.
წიგნი 9
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვითარცა მეხუთემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და ვიხილე ვარსკულავი, რომელი გარდამოვარდა ზეცით ქუეყანად, და მიეცა მას კლიტჱ ჯურღმულისა მის უფსკრულისაჲ. (2) და აღჴდა კუამლი ჯურღმულისა მისგან, ვითარცა კუამლი ცეცხლისა მოტყინარისაჲ, და დაბნელდა მზჱ და ჰაერი კუამლისა მისგან ჯურღმულისა. (3) და კუამლისა მისგან გამოვიდეს მკალნი ქუეყანად. და მიეცა მათ ჴელმწიფებაჲ, ვითარცა აქუს ჴელმწიფებაჲ ღრიაკალთა ქუეყანისათა. (4) და ითქუა მათდა მიმართ, რაჲთა არა ავნონ თივასა ქუეყანისასა, არცა ყოველსა მწუანვილსა, არცა ხეთა, არამედ კაცთა, რომელთა არა აქუს ბეჭედი ღმრთისაჲ შუბლთა ზედა მათთა. (5) და მიეცა მათ, რაჲთა არა მოკლნენ იგინი, არამედ რაჲთა ტანჯნენ იგინი ხუთ თთუე. და ტანჯვაჲ მათი, ვითარცა ტანჯვაჲ ღრიაკალისაჲ, რაჟამს უცის კაცსა.

თარგმანი. ვარსკულავად გულისჴმა ვჰყოფთ ანგელოზსა, რომელი გარდამოვიდეს განჴსნად ბოროტთა მათ ეშმაკთა, რომელნი უფალმან შეკრნა განკაცებითა თჳსითა, რაჲთა უწინარჱს აღსასრულისა ქმნენ საქმენი მათნი და მიერითგან უკუნისამდე იტანჯებოდინ. ხოლო კუამლი არს ბრძოლათა მათთა სიბნელჱ, რომელთა მიეცემის ჴელმწიფებაჲ ტანჯვად კაცთა....

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის