მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 8:5

4. და აღჴდა კუამლი იგი საკუმეველთაჲ ლოცვისა მიმართ წმიდათაჲსა ჴელისაგან ანგელოზისა მის წინაშე ღმრთისა.5. და აღიღო ანგელოზმან მან სასაკუმევლე იგი და აღავსო ცეცხლისა მისგან საკურთხეველისა და დაასხა იგი ქუეყანასა ზედა, და იქმნნეს ქუხილნი და ჴმანი და ელვანი და ძრვაჲ.6. და ანგელოზთა მათ, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი საყჳრნი, განჰმზადნეს თავნი თჳსნი ცემად.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 8
5. და აღიღო ანგელოზმან მან სასაკუმევლე იგი და აღავსო ცეცხლისა მისგან საკურთხეველისა და დაასხა იგი ქუეყანასა ზედა, და იქმნნეს ქუხილნი და ჴმანი და ელვანი და ძრვაჲ.
წიგნი 8
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და რაჟამს აღაღო მეშჳდჱ ბეჭედი, იქმნა დუმილი ცათა შინა, ვითარ ნახევარსა ჟამისასა. (2) და ვიხილენ შჳდნი იგი ანგელოზნი რომელნი წინაშე ღმრთისა დგანან. და მიეცნეს მათ შჳდნი საყჳრნი.

თარგმანი. მრავალ-გზის აჴსენებს რიცხუსა ამას შჳდეულისასა სახედ ამის საწუთროჲსა და განსუენებისა მის მერმისა. ამისთჳს უკუე აქაცა აღებაჲ მეშჳდისა ბეჭდისაჲ დაჴსნასა სოფლისასა მოასწავებს. და შჳდნიიგი ანგელოზნი იხილეებიან მსახურად სატანჯველთათჳს უშჯულოთა ზედა მომავალთა. ხოლო დუმილი მოასწავებს ანგელოზთა წესიერებასა და მეორედ მოსლვისა უცნაურებასა მათ მიერცა. ხოლო ჟამისა ნახევარი სიმცირესა ჟამისასა იტყჳს, რაჟამს მოიწინენ წყლულებანი იგი, და ანტჱს მეუფებაჲ გამოჩნდეს.

მოციქულისაჲ. (3) და სხუაჲ ანგელოზი მოვიდა და დადგა საკურთხეველსა ზედა, რომელსა აქუნდა სასაკუმევლჱ ოქროჲსაჲ; და მიეცა მას საკუმეველი ფრიადი, რაჲთა მისცეს იგი ლოცვასა წმიდათასა საკურთხეველსა მას ზედა ოქროჲსასა, რომელ არს წინაშე საყდრისა.

თარგმანი. საკურთხეველი ესე ქრისტე არს, რომლისა მიერ არიან ყოველნი ძალნი ცათანი და მოწამეთა იგი მსხუერპლები მას ზედა შეიწირვის. და მას ზედა დადგა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის