მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 8:12

11. და სახელი ვარსკულავისაჲ მის არს აფსინთი. და გარდაიქცა მესამედი წყალთაჲ აფსინთად, და მრავალნი კაცთაგანნი მოსწყდეს წყალთა მიერ, რამეთუ დამწარდეს.12. და მეოთხემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და იწყლა მესამედი მზისაჲ და მესამედი მთოვარისაჲ და მესამედი ვარსკულავთაჲ, რაჲთა დაბნელდეს მესამედი მათი, და მესამედი მათი არღარა გამოჩნდეს. და დღე და ღამე ეგრეთვე.13. და ვიხილე და მესმა ერთისა არწივისა მფრინვალისაჲ ჰაერთა შინა, რომელი იტყოდა ჴმითა დიდითა: ვაჲ არს, ვაჲ არს, ვაჲ არს მკჳდრთა ქუეყანისათა სხუათა მათ ჴმათაგან საყჳრთაჲსა სამთა მათ ანგელოზთა, რომელთა ეგულების ჴმობად!
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 8
12. და მეოთხემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და იწყლა მესამედი მზისაჲ და მესამედი მთოვარისაჲ და მესამედი ვარსკულავთაჲ, რაჲთა დაბნელდეს მესამედი მათი, და მესამედი მათი არღარა გამოჩნდეს. და დღე და ღამე ეგრეთვე.
წიგნი 8
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და რაჟამს აღაღო მეშჳდჱ ბეჭედი, იქმნა დუმილი ცათა შინა, ვითარ ნახევარსა ჟამისასა. (2) და ვიხილენ შჳდნი იგი ანგელოზნი რომელნი წინაშე ღმრთისა დგანან. და მიეცნეს მათ შჳდნი საყჳრნი.

თარგმანი. მრავალ-გზის აჴსენებს რიცხუსა ამას შჳდეულისასა სახედ ამის საწუთროჲსა და განსუენებისა მის მერმისა. ამისთჳს უკუე აქაცა აღებაჲ მეშჳდისა ბეჭდისაჲ დაჴსნასა სოფლისასა მოასწავებს. და შჳდნიიგი ანგელოზნი იხილეებიან მსახურად სატანჯველთათჳს უშჯულოთა ზედა მომავალთა. ხოლო დუმილი მოასწავებს ანგელოზთა წესიერებასა და მეორედ მოსლვისა უცნაურებასა მათ მიერცა. ხოლო ჟამისა ნახევარი სიმცირესა ჟამისასა იტყჳს, რაჟამს მოიწინენ წყლულებანი იგი, და ანტჱს მეუფებაჲ გამოჩნდეს.

მოციქულისაჲ. (3) და სხუაჲ ანგელოზი მოვიდა და დადგა საკურთხეველსა ზედა, რომელსა აქუნდა სასაკუმევლჱ ოქროჲსაჲ; და მიეცა მას საკუმეველი ფრიადი, რაჲთა მისცეს იგი ლოცვასა წმიდათასა საკურთხეველსა მას ზედა ოქროჲსასა, რომელ არს წინაშე საყდრისა.

თარგმანი. საკურთხეველი ესე ქრისტე არს, რომლისა მიერ არიან ყოველნი ძალნი ცათანი და მოწამეთა იგი მსხუერპლები მას ზედა შეიწირვის. და მას ზედა დადგა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის