მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 3:9

8. ვიცნი საქმენი შენნი. აჰა ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დაჴშვად ვერვინ შემძლებელ არს, რამეთუ მცირე ძალი გაქუს, და დაიმარხე სიტყუაჲ ჩემი და არა უარ-ჰყავ სახელი ჩემი.9. აჰა ესერა მიგცემ კრებულისაგან ეშმაკისა, რომელნი იტყჳან თავსა თჳსსა ჰურიად, და არა არიან, არამედ ტყუვიან; აჰა ესერა ვყვნე იგინი, რაჲთა მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე ფერჴთა შენთა და ცნან, რამეთუ შეგიყუარე შენ.10. რამეთუ დაიმარხე შენ სიტყუაჲ მოთმინებისა ჩემისაჲ, და მეცა დაგიცვა შენ ჟამისა მისგან განსაცდელისა, რომელსა ეგულების მოსლვად ყოვლსა ზედა სოფელსა გამოცდად მკჳდრთა მათ ქუეყანისათა.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 3
9. აჰა ესერა მიგცემ კრებულისაგან ეშმაკისა, რომელნი იტყჳან თავსა თჳსსა ჰურიად, და არა არიან, არამედ ტყუვიან; აჰა ესერა ვყვნე იგინი, რაჲთა მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე ფერჴთა შენთა და ცნან, რამეთუ შეგიყუარე შენ.
წიგნი 3
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ანგელოზსა სარდისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა ჰქონან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი და შჳდნი იგი ვარსკულავნი: ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ სახელი გაქუს და ცხოველ ხარ და მკუდარ ხარ.

თარგმანი. შჳდნი ვარსკულავნი, ვითარცა პირველ ვთქუთ, შჳდნი ანგელოზნი არიან, და შჳდნი სულნი ღმრთისანი მადლნი იგი სულისა წმიდისანი არიან, და ესე ყოველი ჴელსა შინა ქრისტჱსსა არს, რამეთუ ანგელოზნი უპყრიან, ვითარცა უფალსა მათსა. ხოლო სულისა წმიდისა მიმცემელი არს, ვითარცა თანა-არსი მისი. ხოლო აყუედრებს ეკლესიასა მას, ვითარმედ გაქუსო მცირედი სახელი ცხორებისა სარწმუნოებისაჲო, ხოლო კეთილთა საქმეთაგან მკუდარ ხარ.

მთციქულისაჲ. (2) იქმენ მღჳძარე და დაამტკიცენ სხუანი იგი, რომელთაჲ გეგულებოდა განგდებაჲ, რამეთუ არა მიპოვნიან საქმენა შენნი აღსრულებულად წინაშე ღმრთისა ჩემისა.

თარგმანი. იტყჳს, ვითარმედ ძილი იგი უდებებისაჲ განაგდე და ასონი შენნიო, რომელთა ეგულების ურწმუნოებითა სრულიად სიკუდილი, იგინი დაამტკიცენ, რამეთუ არა დასაბამი კეთილთა საქმეთაჲ და დაწყებაჲ მოატყუებს გჳრგჳნსა, არამედ აღსრულებაჲ.

მოციქულისაჲ. (3) იჴსენებდ,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის