მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 3:15

14. და ანგელოზსა ლავდიკიისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს ამინ, მოწამე იგი სარწმუნოჲ და ჭეშმარიტი, დასაბამი დაბადებულთა ღმრთისათაჲ:15. ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაჲთამცა, ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი.16. არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი. მეგულების აღმოგდებაჲ შენი პირისაგან ჩემისა.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 3
15. ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაჲთამცა, ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი.
წიგნი 3
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ანგელოზსა სარდისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა ჰქონან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი და შჳდნი იგი ვარსკულავნი: ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ სახელი გაქუს და ცხოველ ხარ და მკუდარ ხარ.

თარგმანი. შჳდნი ვარსკულავნი, ვითარცა პირველ ვთქუთ, შჳდნი ანგელოზნი არიან, და შჳდნი სულნი ღმრთისანი მადლნი იგი სულისა წმიდისანი არიან, და ესე ყოველი ჴელსა შინა ქრისტჱსსა არს, რამეთუ ანგელოზნი უპყრიან, ვითარცა უფალსა მათსა. ხოლო სულისა წმიდისა მიმცემელი არს, ვითარცა თანა-არსი მისი. ხოლო აყუედრებს ეკლესიასა მას, ვითარმედ გაქუსო მცირედი სახელი ცხორებისა სარწმუნოებისაჲო, ხოლო კეთილთა საქმეთაგან მკუდარ ხარ.

მთციქულისაჲ. (2) იქმენ მღჳძარე და დაამტკიცენ სხუანი იგი, რომელთაჲ გეგულებოდა განგდებაჲ, რამეთუ არა მიპოვნიან საქმენა შენნი აღსრულებულად წინაშე ღმრთისა ჩემისა.

თარგმანი. იტყჳს, ვითარმედ ძილი იგი უდებებისაჲ განაგდე და ასონი შენნიო, რომელთა ეგულების ურწმუნოებითა სრულიად სიკუდილი, იგინი დაამტკიცენ, რამეთუ არა დასაბამი კეთილთა საქმეთაჲ და დაწყებაჲ მოატყუებს გჳრგჳნსა, არამედ აღსრულებაჲ.

მოციქულისაჲ. (3) იჴსენებდ,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის