მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 3:12

11. აჰა მოვალ ადრე. იპყარ, რომელ-ეგე გაქუს, რაჲთა არავინ მიგიღოს გჳრგჳნი შენი.12. რომელმან სძლოს, ვყო იგი სუეტად ტაძარსა შინა ღმრთისა ჩემისასა, და გარე არღარა განვიდეს და დავწერო მას ზედა სახელი ღმრთისა ჩემისაჲ და სახელი ქალაქისა ღმრთისა ჩემისაჲ ახლისა იერუსალჱმისაჲ, რომელი გარდამოვალს ზეცით ღმრთისაგან ჩემისა, და სახელი იგი ჩემი ახალი.13. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 3
12. რომელმან სძლოს, ვყო იგი სუეტად ტაძარსა შინა ღმრთისა ჩემისასა, და გარე არღარა განვიდეს და დავწერო მას ზედა სახელი ღმრთისა ჩემისაჲ და სახელი ქალაქისა ღმრთისა ჩემისაჲ ახლისა იერუსალჱმისაჲ, რომელი გარდამოვალს ზეცით ღმრთისაგან ჩემისა, და სახელი იგი ჩემი ახალი.
წიგნი 3
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ანგელოზსა სარდისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა ჰქონან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი და შჳდნი იგი ვარსკულავნი: ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ სახელი გაქუს და ცხოველ ხარ და მკუდარ ხარ.

თარგმანი. შჳდნი ვარსკულავნი, ვითარცა პირველ ვთქუთ, შჳდნი ანგელოზნი არიან, და შჳდნი სულნი ღმრთისანი მადლნი იგი სულისა წმიდისანი არიან, და ესე ყოველი ჴელსა შინა ქრისტჱსსა არს, რამეთუ ანგელოზნი უპყრიან, ვითარცა უფალსა მათსა. ხოლო სულისა წმიდისა მიმცემელი არს, ვითარცა თანა-არსი მისი. ხოლო აყუედრებს ეკლესიასა მას, ვითარმედ გაქუსო მცირედი სახელი ცხორებისა სარწმუნოებისაჲო, ხოლო კეთილთა საქმეთაგან მკუდარ ხარ.

მთციქულისაჲ. (2) იქმენ მღჳძარე და დაამტკიცენ სხუანი იგი, რომელთაჲ გეგულებოდა განგდებაჲ, რამეთუ არა მიპოვნიან საქმენა შენნი აღსრულებულად წინაშე ღმრთისა ჩემისა.

თარგმანი. იტყჳს, ვითარმედ ძილი იგი უდებებისაჲ განაგდე და ასონი შენნიო, რომელთა ეგულების ურწმუნოებითა სრულიად სიკუდილი, იგინი დაამტკიცენ, რამეთუ არა დასაბამი კეთილთა საქმეთაჲ და დაწყებაჲ მოატყუებს გჳრგჳნსა, არამედ აღსრულებაჲ.

მოციქულისაჲ. (3) იჴსენებდ,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის