მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 19:21

20. და შეპყრობილ იქმნა მჴეცი იგი და მის თანა ცრუწინაწარმეტყუელი იგი, რომელმან ქმნნა წინაშე მისსა სასწაულნი, რომლითა აცთუნნა იგინი, რომელთა მიიღეს ბეჭედი იგი მჴეცისაჲ და თაყუანის-სცეს ხატსა მისსა. და ცოცხლივ შთავარდეს ორნივე იგი ტბასა მას ცეცხლისასა, რომელი-იგი იწუების წუმწუბითა.21. და სხუანი იგი მოისრნეს მახჳლითა ცხენსა მას ზედა მჯდომარისაჲთა, რომელი გამოვიდოდა პირით მისით, და ყოველნი მფრინველნი განძღეს ჴორცითა მათითა.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 19
21. და სხუანი იგი მოისრნეს მახჳლითა ცხენსა მას ზედა მჯდომარისაჲთა, რომელი გამოვიდოდა პირით მისით, და ყოველნი მფრინველნი განძღეს ჴორცითა მათითა.
წიგნი 19
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) შემდგომად ამისა მესმა, ვითარცა ჴმაჲ დიდი ერისა მრავლისაჲ ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: ალელუაჲ, მაცხოვარებაჲ და ძალი და დიდებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ! (2) რამეთუ ჭეშმარიტებით და სიმართლით არიან სასჯელნი მისნი, რამეთუ საჯა მეძავი იგი დიდი, რომელმან განხრწნა ქუეყანაჲ სიძვითა თჳსითა და გამოიძია სისხლი მონათა თჳსთაჲ ჴელისაგან მისისა. (3) და მეორედ თქუეს: ალელუაჲ. და კუამლი მისი აღვალს უკუნითი უკუნისამდე. (4) და დავარდეს ოც და ოთხნი იგი მღდელნი და ოთხნი ცხოველნი და თაყუანის-სცეს ღმერთსა, მჯდომარესა საყდართა ზედა, და თქუეს: ამენ. ალელუაჲ.

თარგმანი. ალელუაჲ გალობაჲ არს საღმრთოჲ, ვითარმედ: აქებდით უფალსაო, ხოლო ამენი - იყავნო, რომელ-იგი ანგელოზთა და წმიდათა შეასხეს ღმერთსა სიმართლისათჳს სასჯელთა მისთაჲსა. ხოლო კუამლი მისი უკუნისამდე აღვიდოდისო, ესე იგი არს, ვითარმედ მას შინა მყოფნი უკეთურნი შემდგომად აქავე ტანჯვისა მას საუკუნესა უკუნისამდე იტანჯებოდიან.

მოციქულისაჲ. (2) და ჴმაჲ გამოვიდა საყდრისაგან, რომელი იტყოდა: აქებდით ღმერთსა ჩუენსა ყოველნი მონანი მისნი და მოშიშნი მისნი_მცირენი და დიდნი. თარგმანი საყდრად ქერაბინთა და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის