მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 18:19

18. და ხედვიდეს კუამლსა მას ჴურვებისა მისისასა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს ქალაქსა მას დიდსა?!19. და დაისხეს მიწაჲ თავთა ზედა მათთა და ღაღადებდეს ტირილით და გლოვით და იტყოდეს: ვაჲ, ვაჲ ქალაქი იგი დიდი, რომელსა შინა განმდიდრდეს ყოველნი, რომელთა აქუნდა ნავები ზღუასა შინა პატიოსნებისაგან მისისა! რამეთუ ერთსა ჟამსა აღოჴრდა.20. იხარებდი მის ზედა, ცაო და წმიდანო მოციქულნო და წინაჲსწარმეტყუელნო, რამეთუ საჯა ღმერთმან სასჯელი თქუენი მისგან.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 18
19. და დაისხეს მიწაჲ თავთა ზედა მათთა და ღაღადებდეს ტირილით და გლოვით და იტყოდეს: ვაჲ, ვაჲ ქალაქი იგი დიდი, რომელსა შინა განმდიდრდეს ყოველნი, რომელთა აქუნდა ნავები ზღუასა შინა პატიოსნებისაგან მისისა! რამეთუ ერთსა ჟამსა აღოჴრდა.
წიგნი 18
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და შემდგომად ამისა ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ დიდი, და ქუეყანაჲ განათლდა დიდებისაგან მისისა. (2) და ღალატ-ყო ძლიერითა ჴმითა და თქუა: დაეცა ბაბილონი დიდი და იქმნა სამკჳდრებელ ეშმაკთა და საყოფელ ყოვლისავე სულისა არაწმიდისა და საყოფელ ყოვლისავე მფრინველისა არაწმიდისა და მოძულებულისა. (3ა) რამეთუ გულის-წყრომისაგან ღჳნისა სიძვისა მისისა ასუა ყოველთა წარმართთა.

თარგმანი. და ესაიაცა წინაწარმეტყუელა ბაბილონისათჳს სპარსთაჲსა, ვითარმედ ესე ყოველი მოოჴრებაჲ მოიწიოს მის ზედა, და ეგრჱთვე მოციქულმან ქალაქისა მისთჳს იხილა. ხოლო იტყჳს, თუ ღჳნისაგან სიძვისა მისისა ასუა ყოველთა წარმართთა, ესე იგი არს, ვითარმედ მორჩილთა მისთა ქალაქთა ბოროტსა ასწავლიდეს.

მოციქულისაჲ. (3ბ) და მეფეთა ქუეყანისათა მის თანა ისიძვეს. და ვაჭარნი ქუეყანისანი ძალითა სიბორგილისა მისისაჲთა განმდიდრდეს.

თარგმანი. რამეთუ გარდამატებულითა უზომოებითა მისითა სხუათა ამაოჲსა სიმდიდრისა მიზეზ ექმნა

მოციქულისაჲ. (4) და მესმა სხუაჲ ჴმაჲ ზეცით, რომელი იტყოდა: გამოვედით მისგან, ერო ჩემო, რაჲთა არა ეზიარნეთ ცოდვათა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის