მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 16:8

7. და მესმა საკურთხეველისაჲ, რომელი იტყოდა: ჰე, უფალო ღმერთო, ყოვლისამპყრობელო, მართალ და ჭეშმარიტ არიან საშჯელნი შენნი.8. და მეოთხემან ანგელოზმან დასთხია ლანკნაჲ თჳსი მზესა ზედა, და მიეცა მას ცეცხლითა დაწუვად კაცთა.9. და დაიწუნეს კაცნი სიცხითა დიდითა; და ჰგმობდეს კაცნი სახელსა ღმრთისასა, რომელსა-იგი აქუს ჴელმწიფებაჲ წყლულებათა ზედა მათთა, და არა შეინანეს, რაჲთამცა მისცეს მას დიდებაჲ.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 16
8. და მეოთხემან ანგელოზმან დასთხია ლანკნაჲ თჳსი მზესა ზედა, და მიეცა მას ცეცხლითა დაწუვად კაცთა.
წიგნი 16
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და მესმა ჴმაჲ დიდი, რომელი ეტყოდა შჳდთა მათ ანგელოზთა, ვითარმედ: წარვედით და დასთხიენით შჳდნი ეგე ლანკნანი გულის-წყრომისა უფლისანი ქუეყანასა ზედა.

თარგმანი. ამათ სიტყუათა მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ ვიდრემდის განიყვნენ ცოდვილნი მართალთაგან და მიიღონ სამკჳდრებელი თჳსი, მუნამდის არავინ მართალთაგანი შევიდეს იერუსალჱმსა ზეცისასა და მღდელობასა მას ზეცათა საკურთხეველისასა, ხოლო ვინაჲთგან ცოდვილთა მიიღონ მისაგებელი მათი, მაშინ წმიდათაცა მიეცეს სამკჳდრებელი ზეცისა ქალაქისაჲ. ხოლო ესე სატანჯველნი, რომელთა იტყჳს, უკუეთუ ვინ მერმეთა სატანჯველთა შეასწორნეს, არა ტყუოდის, რამეთუ ღმერთი კაცთ-მოყუარე არს და თჳსითა სახიერებითა აქავე მრავალნი წყლულებანი მოაწინეს ცოდვილთა ზედა, რაჲთამცა აღუსუბუქდა მათ საუკუნოჲ იგი სატანჯველი.

მოციქულისაჲ. (2) და ერთი იგი წარვიდა და დასთხია ლანკნაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა, და იქმნა შალალი ბოროტი კაცთა ზედა, რომელთაცა აქუნდა ბეჭედი იგი მჴეცისაჲ მათ ზედა; და თაყუანის-სცეს ხატსა მისსა.

თარგმანი. რამეთუ მოვიდენ წყლულებანი ბოროტნი მაშინ, და გულსა მათსა ელმოდის დიდად სალმობითა მწარითა, რაჟამს ესრჱთ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის