მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 16:15

14. რამეთუ არიან სულნიცა საეშმაკონი, მოქმედნი სასწაულთანი, რომელნი გამოვლენ მეფეთა ზედა ყოვლისა ქუეყანისათა შემოკრებად მათდა ბრძოლასა მას დიდისა მის დღისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა.15. აჰა ესერა მოვალ, ვითარცა მპარავი. ნეტარ არს, რომელმან იღჳძოს და დაიმარხოს სამოსელი თჳსი, რაჲთა არა შიშულად ვიდოდის, და ჰხედვიდენ უშუერებასა მისსა.16. და შემოკრიბნა იგინი ადგილსა მას, რომელსა ეწოდების ებრაელებრ მაგედონ.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 16
15. აჰა ესერა მოვალ, ვითარცა მპარავი. ნეტარ არს, რომელმან იღჳძოს და დაიმარხოს სამოსელი თჳსი, რაჲთა არა შიშულად ვიდოდის, და ჰხედვიდენ უშუერებასა მისსა.
წიგნი 16
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და მესმა ჴმაჲ დიდი, რომელი ეტყოდა შჳდთა მათ ანგელოზთა, ვითარმედ: წარვედით და დასთხიენით შჳდნი ეგე ლანკნანი გულის-წყრომისა უფლისანი ქუეყანასა ზედა.

თარგმანი. ამათ სიტყუათა მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ ვიდრემდის განიყვნენ ცოდვილნი მართალთაგან და მიიღონ სამკჳდრებელი თჳსი, მუნამდის არავინ მართალთაგანი შევიდეს იერუსალჱმსა ზეცისასა და მღდელობასა მას ზეცათა საკურთხეველისასა, ხოლო ვინაჲთგან ცოდვილთა მიიღონ მისაგებელი მათი, მაშინ წმიდათაცა მიეცეს სამკჳდრებელი ზეცისა ქალაქისაჲ. ხოლო ესე სატანჯველნი, რომელთა იტყჳს, უკუეთუ ვინ მერმეთა სატანჯველთა შეასწორნეს, არა ტყუოდის, რამეთუ ღმერთი კაცთ-მოყუარე არს და თჳსითა სახიერებითა აქავე მრავალნი წყლულებანი მოაწინეს ცოდვილთა ზედა, რაჲთამცა აღუსუბუქდა მათ საუკუნოჲ იგი სატანჯველი.

მოციქულისაჲ. (2) და ერთი იგი წარვიდა და დასთხია ლანკნაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა, და იქმნა შალალი ბოროტი კაცთა ზედა, რომელთაცა აქუნდა ბეჭედი იგი მჴეცისაჲ მათ ზედა; და თაყუანის-სცეს ხატსა მისსა.

თარგმანი. რამეთუ მოვიდენ წყლულებანი ბოროტნი მაშინ, და გულსა მათსა ელმოდის დიდად სალმობითა მწარითა, რაჟამს ესრჱთ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის