მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 11:15

14. ვაებაჲ იგი მეორე წარჴდა, და აჰა ესერა ვაებაჲ იგი მესამე მოვალს ადრე.15. და მეშჳდემან მან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და იქმნეს ჴმანი დიდნი ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: იქმნა სუფევაჲ სოფლისაჲ უფლისა ჩუენისაჲ და ქრისტჱს მისისაჲ.16. და კუალად ოც და ოთხნი იგი მღდელნი, რომელნი სხენან წინაშე საყდარსა ღმრთისასა საყდართა ზედა მათთა, დავარდეს პირსა ზედა და თაყუანის-სცეს ღმერთსა,
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 11
15. და მეშჳდემან მან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და იქმნეს ჴმანი დიდნი ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: იქმნა სუფევაჲ სოფლისაჲ უფლისა ჩუენისაჲ და ქრისტჱს მისისაჲ.
წიგნი 11
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და მომეცა მე ლერწამი, მსგავსი კუერთხისაჲ, და მრქუს მე: აღდეგ და განზომჴ ტაძარი ღმრთისაჲ და საკურთხეველი და თაყუანის-მცემელნი მას შინა. (2ა) და ეზოჲ იგი, რომელ არს გარეგან ტაძრისა, განაგდე იგი გარე და ნუ განჰზომ, რამეთუ მიეცა წარმართთა.

თარგმანი. ამის ლერწმისა მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ ყოვვლივე ზეცათა საქმჱ გულისჴმის-საყოფელი არს, რომელნი-იგი ჩუენ თანა უსულო არიან, ტაძარი გინა თუ საკურთხეველი, თუ არა, ვითარ აქაცა ლერწამი იგი ეტყოფა მას, თუ: აღდეგ და განზომეო. ამისთჳს ვიტყჳთ, ვითარმედლერწმად თქუა გულისჴმის-ყოფაჲ იგი ანგელოზებრი, რომელი მიეცა მას საზომისაებრ მისისა. ხოლო. ტაძარი ღმრთისაჲ არს ეკლესიაჲ, სადა-იგი შეიწირვიან სიტყჳერნი მსხუერპლნი ღმრთისა, და თაყუანის-სცემენ თაყუანის-მცემელნჲ იგი სულითა და ჭეშმარიტებითა. ხოლო ეზოჲ გარეგანი წარმართთა და ჰურიათა კრებულსა იტყჳს, რომელი არა ღირს არს წმიდათა თანა აღრიცხუვად. ხოლო დათრგუნვაჲ ქალაქისა წმიდისაჲ წარმართთა მიერ არს ანტჱს მოსლვისათჳს, რომელმან ორმეოც და ორსა მას თთუესჲ დევნნეს წმიდანი და დათრგუნოს წმიდაჲ ეკლესიაჲ.

მოციქულისაჲ. (2ბ) და ქალაქი იგი წმიდაჲ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის