გამოსლვათა 4:7
6. მერმე ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: შეყავ ჴელი შენი წიაღსა შენსა. ხოლო მან შეყო ჴელი მისი წიაღსა თჳსსა. და ჰრქუა: გამოიღე ჴელი შენი. და გამოიღო და იქმნა ჴელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი.7. და მერმე კუალად ჰრქუა: შეყავ ჴელი შენი წიაღადვე შენდა. და შეყო ჴელი მისი წიაღადვე თჳსა და გამოყო ჴელი მისი წიაღისაგან და კუალად მოეგო ფერსავე ჴორცთა მისთასა.8. უკუეთუ არა ჰრწმენეს შენი, არცა ისმინონ ჴმისა შენისა სასწაულისა ამის პირველისაჲ, ჰრწმენეს, უკუეთუ არა ჰრწმენეს პირველისა მის სასწაულისა, მეორისა მის ჰრწმენეს.
გამოსლვათა თავი 4