...ას აღატყდების ცეცხლი და მაყუალი იგი არა შეიწვების“** (). მაგრამ ყოველივე ამისა და ღვთის მრავალი შეგონების შემდეგაც დიდი მოსე თავს იკავებს, მიზეზებს იმიზეზებს და უარის სათქმელად ათასგვარ საბაბს იგონებს: „ჴმაწულილ და ენამძიმე ვარ მე“ () და: „გამო-ვინ-ირჩიე შემძლებელი სხუაჲ, რომელი მიავლინო“ (). იერემიაც თავის ასაკს იმიზეზებს. ეზეკიელიც, ბრძანების მიღების შემდეგ, მდინარესთან შვიდ დღეს აყოვნებს, თავს იკავებს და ყოყმანობს. ამიტომაც ღმერთმა ის იგავური გაფრთხილება დაუმატა და თქვა: „ებგურად მიგეც სახლსა ისრაილისასა“ () და: „მათი სული შენი ხელიდან გამოვიძიო“ ()4.
იონა კი არა მხოლოდ უარს ამბობდა, არამედ გაიქცა კიდეც. მაშ, რა?...