გამოსლვათა 39:2
1. და ქმნა ყოველმან ბრძენმან მოქმედთა მათ შორის სამოსელი იგი წმიდაჲ, რომელი არს აჰრონ მღდლისა, ვითარცა უბრძანა უფალმან ღმერთმან მოსეს.2. და ქმნეს სამჴარნი იგი ოქროჲსაგან, და იაკინთისა, და ძოწეულისა სთულისა და ზეზისაგან ძახილისა.3. და დახიეს ოქროჲ იგი განჭედილი სხეპლად, რათა თანა-შეექსოოს იაკინთესა მას, და ძოწეულსა, და მეწამულსა სთულსა და ზეზსა მას ძახილსა, ქსოვილად ქმნეს იგი სამჴრად.
გამოსლვათა თავი 39