გამოსლვათა 39:18
17. (36,24) და განაცუნეს თხზულნი იგი ოქროჲსანი ორთა მათ გრკალთა ორკერძოვე კიდეთა მის საკითხავისათა (36,25) და ორთა მათ შესაკინძველთა ორთა მათ თხზულთასა, და განასხნეს ორთა მათ ასპიტაკთა და დაასხნეს ორთა მათ ზედა მჴართა მის სამჴრისათა18. წინაუკმო პირისპირ მისსა (36,26) და ქმნეს ორნი კარშიკნი ოქროჲსანი, და განასხნეს იგინი ორთა მათ ფრთეთა კიდეთა მის საკითხავისათა, ერთ კერძო კიდეთა ბეჭით კერძოთა მის სამჴრისათა, შიგან კერძო და ქმნეს ორნი კარშიკნი ოქროჲსანი სხვანი, და განასხნეს ორთავე მათ კერძოთა ბეჭთა მის სამჴრისათა ქვემო კერძო მის წინაშე პირისპირ შეკინძულისა მის ზემო კერძოსა თანა-შექსოისა მისაებრვე სამჴართასა.19. რათა შეამტკიცებდენ საკითხავსა მას კარშიკნი იგი, რომელნი იყვნენ მას ზედა კარშიკთა მათ სამჴრისათა შემტკეცილი იაკინთოთა და თანაშეთხზულ ნაქსოვსა მას სამჴართასა, რათა არა გამოეკეცებოდეს საკითხავი იგი სამჴართა მათგან, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
გამოსლვათა თავი 39