გამოსლვათა 34:28
27. ჰრქუა უფალმან მოსეს: დაწერენ თავისა შენისა სიტყუანი ესე, რამეთუ ამათ სიტყვათა ზედა დაგიდებ შენ საშჯელსა ისრაჱლისასა.28. და იყო მუნ მოსე წინაშე უფლისა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე. პური არა ჭამა და წყალი არა სუა და აღწერნა სიტყუანი ესე სჯულისანი ფიცართა ათნი იგი სიტყუანი.29. და ვითარცა გარდამოვიდა მოსე მთისა მისგან სინაჲსა, და ორნი ფიცარნი იგი ჴელთა შინა მოსესთა და გარდამო-რა-ჰჴდა მიერ მთით მოსე, არა უწყოდა, რამეთუ დიდებულ იყო ფერი პირისა მოსესი სიტყჳთა მით მისითა ღმრთისა მიმართ.
გამოსლვათა თავი 34