...). და კვლავ: „არა თუ მამაჲ ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს ღმრთისაგან, ამან იხილა მამაჲ“ (). და მოსეს მიმართაც თვითონ ამბობს: „არა არს კაცი, რთმელმან იხილა პირი ჩემი და ცხონდა“ ().
მაშ, როგორ ამბობს ეს წინასწარმეტყველი, რომ უფალი იხილა? რადგან ამბობს: „ვიხილე უფალი“ (), მაგრამ ამით ქრისტეს სიტყვებს საწინააღმდეგოს კი არ ამბობს, არამედ მათთან სრულიად თანხმოვანს. ქრისტე, ერთი მხრივ, იმ ზედმიწევნით შემეცნებას გულისხმობს, რომელსაც არავინ მისწვდომია; რადგან დაუფარავი ღმრთეება და წმინდა არსება არავის უჭვრეტია, გარდა მხოლოდშობილისა. წინასწარმეტყველი კი იმას გვაუწყებს, რისი ხილვაც მისთვის შესაძლებელი იყო. რადგან თვით წინასწარმეტყველმაც ვერ შეძლო ღმერთის იმად ხილვა, რაც ის არის; არამედ ხედავს მას სახით გამოჩენილს და იმდენად დამდაბლებულს, რამდენადაც მხილველის უძლურებას ამაღლება შეეძლო....