მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 33:18

17. ჰრქუა უფალმან მოსეს: ეგეცა სიტყუაჲ, რომელი სთქუ, ვყოვე, რამეთუ გიპოვნიეს მადლი წინაშე ჩემსა და გიცი შენ უმეტეს ყოველთასა.18. და ჰრქუა მოსე უფალსა: მიჩვენე დიდებაჲ თავისა შენისა.19. ჰრქუა უფალმან მოსეს: მე წარვიდე წინაშე შენსა დიდებითა ჩემითა და უწოდი სახელითა უფლისაჲთა წინაშე შენსა. და შევიწყალო, რომელი შევიწყალო და შევიწნარო, რომელი შევიწყნარო.
გამოსლვათა თავი 33
18. და ჰრქუა მოსე უფალსა: მიჩვენე დიდებაჲ თავისა შენისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:

...ქერობინთა ზედა მჯდომარე იხილა? ანუ დანიელისთჳს რაჲ გულისხმა-ვყოთ, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „ძუელი დღეთაჲ მჯდომარე იყო“? და კუალად მოსესთჳს რაჲ მოვიგონოთ, რომელი იტყოდა, ვითარმედ: „მიჩუენე დიდებაჲ შენი“? ხოლო იაკობ წოდებაჲცა სახელისაჲ ამისგან მიიღო, რამეთუ ისრაჱლ ეწოდა, რომელ არს „მხილველი ღმრთისაჲ“, (შდრ. დაბ. 32, 28-31) და სხუათაცა მრავალთა იხილეს იგი. ვითარ უკუე იოვანე იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“? არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ იგი ყოველნივე განგებულებით ქმნილ იყვნეს, და არა თუ ბუნებითი არსებაჲ მისი უხილავს ვის, არამედ თითოსახენი ხილვანი იყვნეს განგებულებითნი.

რამეთუ უკუეთუმცა ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ ეხილვა მათ, არამცა თჳთოეულსა სხუად-სხუად სახედ ეწოდა, რამეთუ იგი ბუნებაჲ მარტივი არს, გამოუსახველი და შეურევნელი და შემოუწერელი, და არა ზის, არცა დგას, არცა ვალს, და რამეთუ ესე ყოველი გუამთა მათ ნივთიერთაჲ არს. ხოლო იგი ვითარ-მე არს? ვითარცა მან მხოლომან უწყის. და ამას მოასწავებს წინაჲსწარმეტყუელისა მის მიერ, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „მე ჩუენებანი განვამრავლენ და ჴელთა შინა წინაჲსწარმეტყუელთაჲსა მსგავს...

სრულად ნახვა