...მე შინაგანი უწყი გონებაჲ თითოეულისაჲ, თუ რომელი იყო გონებით მეძიებელ და მომპოვნებელ ბოროტისა, ანუ რომელი თანა-წარტაცებითა სხუათაჲთა იქმნა ბოროტ. აწ უკუე მოციქული ამით სიტყჳთა პირსა დაუყოფს მათ, რომელნი გამოეძიებდენ განკითხვათა ღმრთისათა; ვითარმედ უკუეთუ მოსე, რომელსა ესმა ღმრთისაგან — "გიცი შენ უფროჲს ყოველთა" () —უმეცარ იყო სიღრმესა ღმრთისა საშჯელთასა, ვინ კაცთაგანმან იკადროს გამოკულევაჲ მათი.
მოციქულისაჲ: აწ უკუე, არა რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი-იგი რბის, არამედ რომელი ეწყალის ღმერთსა (9,16).
თარგმანი: უსაკუთრეს არს სიტყუად, ვითარმედ: არა მნებებელისაჲ, არცა მორბედისაჲ, არამედ მწყალობელისა ღმრთისაჲ. რამეთუ არა მნებებელისა ისაკისი იყო, ენება რაჲ კურთხევაჲ ესავისი, პირმშოჲსაჲ; არცა მორბედისა ესავისი რომელი-იგი ველს რბიოდა მოღებითა ნადირისაჲთა, არამედ ღმრთისა მიერ შეწყალებულისა იაკობისი იყო კურთხევაჲ იგი ისაკისი. ამას რაჲ იტყჳს მოციქული, არათუ მოღუაწებად და ძიებად კეთილისა გუაყენებს, არამედ ჯეროვნად ქმნად კეთილისა განგუაკრძალებს; რაჲთა არცა უდებებით მწოლარენი მოველოდით წყალობასა ღმრთისასა, არცა რაჟამს ჩუენ ვრბიოდით და გუენებოს, ნებებასა მას და სრბასა ჩუენსა მინდობითა შეწევნასა ღმრთისასა დავივიწყებდეთ; რამეთუ თჳნიერ მის მიერისა შე...