გამოსლვათა 31:15
14. დაიმარხეთ შაბათი ჩემი, რამეთუ წმიდაჲ არს უფლისა მიერ თქუენ შორის, რომელმან შეაგინოს იგი, სიკუდილითა მოკუდეს და ყოველმან, რომელმან ქმნეს საქმე მას შინა, მოისპოს სული იგი შორის ერისა მის.15. ექუს დღე იქმოდე საქმესა შენსა, ხოლო დღე იგი მეშჳდე განსუენება არს, წმიდაჲ უფლისაჲ. ყოველმან, რომელმან ქმნეს საქმე მას დღესა, სიკუდილითა მოკუედინ.16. და დაიმარხედ ძეთა ისრაჱლისათა შაბათისა მის. ყოფად მისა ნათესავთა მათ შორის სჯულად საუკუნოდ.
გამოსლვათა თავი 31