გამოსლვათა 30:12
11. და ლხინება-ყოს აჰრონ რქათა მისთა ზედა ერთგზის წელიწადსა შინა სისხლისაგან განსაწმედელისა ცოდვათასა სალხინებელისა, ერთსა ჯერსა წელიწადისასა განწმიდოს იგი ნათესავსა შინა მათსა, რამეთუ წმიდაჲ წმიდათა უფლისა არს.12. და თქუა უფალმან მოსეს მიმართ მეტყუელმა: უკუეთუ მოიღო შენაკრები ძელთაგან ისრაჱლისათა მოხედვასა შინა მათსა და მისცეს კაცად-კაცადმან საჴსარი სულისა თჳსისა უფალსა. და არა იყოს მათ შორის დაცემაჲ მოხედვასა შინა მათსა.13. და ესე არს, რომელი მისცენ, რომელნი თანა წარიჴდიდენ მოხედვასა, ნახევარი დიდრაქმისა, რომელ არს სიწმიდე დიდრაქმისაებრ, ოცი დანგი არს დიდრაქმაჲ, ხოლო კერძოჲ დიდრაქმისა სახარკოჲ უფლისაჲ.
გამოსლვათა თავი 30